მახასიათებლები
- სათაური: გალობანი სინანულისანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: დავით აღმაშენებელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3151
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
რომლისაცა წინაშე ქედდადრეკილ არს ყოველი მუჴლი, ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი შენსა ჴმობს აღსარებასა; მეცა სიტყუაო, აღმსარებელსა მომხედენ!
ხატსა თჳსსა მამსგავსე და საკრველად გრძნობადისა და გონიერისა მყოფობისად დამაწესე, შენებრ არსთა სიტყუებისა ჩემ შორისცა შეკრებითა, ხოლო მე უმადლო გექმენ.
ბუნებითნი რაჲ ძალნი არა სჯულთაებრ ვიჴუმიენ, მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი, ხოლო ხილულთა-მიერსა გემოვნებასა ვრცელად განუხუენ გრძნობანი.
ქალწულო, ბრალეულთა თავსმდებო, რომელმან სიტყუაჲ განაზრქვე დაკრვითა ჴორცთა მიწისაჲთა, სიზრქე უსასოებისაჲ განმძარცუე, რათა მონანული შეგივრდე შენ.
ბუნებითსა რაჲ პორფირსა თჳთმფლობელობასა თანა მეფობისაჲცა შარავანდედნი მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონებად მივჰყიდე თავი, რამეთუ რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არიან.
კაენის მკულელებრი ცნობაჲ, სეითის ძეთა ლირწებაჲ, გმირთა სიღოდით მავალობაჲ, ხუთქალაქელთა შეგინებისა მწჳრე უფროჲსად ვამრავალწილე, ვითარცა რაჲ დაღმართ-მსრბოლმან მდინარემან უკეთურებისამან.
მეგჳპტური გულმძიმობაჲ, ქანანელთა ჩუჩლუბანი, მსხუერპლვაჲ ნაშობთაჲ, ზმნაჲ და სახრვაჲ, კოწოლი თმათაჲ და სხუანი, რომელთაჲ შენ ჰბრძანე არამსგავსებაჲ, უწარმდებესად მოვიგენ თჳთ მათ პირმშოთა სახეთასაცაჲ.
ამისთჳს იყო ქალწული და ჴორცქმნაჲ სიტყჳსაჲ, რათა დედობრივთა ოხათა მიერ ცხონდენ ცოდვილნი, რომელთაჲ პირველი, საშუალი და დასასრული მე ვარ, ვითარცა უფსკრული შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ.
ისრაელისა მეფეთა ვჰბაძევდ, გარნა უშჯულოთა, და რავდენ მეძლო, ვსცთებოდე მაღალთა ზედა კუმევისა და წარმართთა აღრევისა მიერ და ძალთა ცისათა თაყუანის-ცემისა.
ზენაჲსა მოძრაობისა ასურასტანული ზმნობაჲ და ცთომილთა ვარსკულავთა და უცთომელთა კრებაჲ, განყრაჲ, სუე და ბედი და შობის დღე, ვითარ საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ.
ელლინთა-მიერი ვერცნობაჲ სიბრძნეთა ღმრთისათაჲ, ღმრთისა და შემოქმედისაგან შექმნულთა მიმართ ცვალებაჲ თაყუანის-ცემისაჲ სრულ ვყავ, რაჟამს თითოეულისა...