წიგნი ლექციების კურსის ფორმითაა შედგენილი და განკუთვნილია სტუდენტებისთვის და ასევე ფსიქოლოგიით დაინტერესებული მკითხველთა წრისთვის. ცხადია წიგნს ვერ ექნება ყოვლისმომცველობის პრეტენზია, მაგრამ ავტორთა ჯგუფი ორიენტირებულია თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებზე, რაც გამოყენებითი ფსიქოლოგიის შესწავლასა და მის პრაქტიკაში დანერგვას უკავშირდება. ვფიქრობთ, ნაშრომი ასევე დაეხმარება შრომით ჯგუფებში ჩართულ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რათა გააანალიზოს და გააკეთოს სავარაუდო დასკვნები თანამედროვე ორგანიზაციებში მიმდინარე ცვლილებებსა და მის შედეგებზე, როგორც შეუქცევად პროცესებზე.
ავტორთა ჯგუფი: როზა გაფრინდაშვილი, ლია მეტრეველი, სალომე ხიზანიშვილი