მახასიათებლები
- სათაური: განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა
- ISBN კოდი:
- ავტორი: არსენ საფარელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2508
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა არსენისი, მცხეთელ კათალიკოზისა, რომელი იყო სანახებითგან სამცხისაჲთა, საფარით: განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა
კაცნო ღმრთის-მოყუარენო, რომელნი იშვებით ემბაზისაგან ცხოველისა, ყოვლად წმიდისა და დიდებულისა კათოლიკე ეკლესიისა, სარწმუნოებასა ზედა წმიდისა სამებისასა, რომელი დადვეს წმიდათა მოციქულთა შეურყეველად, და ძირ-უბნ დათესულსა მათსა, ყოვლად ქებულთა წმიდათა და მღდელთ-მოძღუართა, ჭეშმარიტითა და მართლითა სარწმუნოებითა, და წამეს, ვითარცა ერთითა პირითა, ექუსთა მათ შინა კრებათა, რომელთა მიერ პირველ ზრახვიდა თჳთ თავადი ღმერთი, და განაწესეს ესრეთ და გუასწავეს ჩუენ: მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, დამბადებელი ყოველთა არსთა - ხილულთა და უხილავთაჲ; ძე მხოლოჲ, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგანი, ღმრთისაგან ჭეშმარიტისა შობილი და არა ქმნული, სწორი მამისა და თანა-მოქმედად მამისა ყოველსავე, რომელმან აღსასრულსა ჟამთასა შეიმოსა სიმდაბლით უძლური კაცებაჲ ჩუენი საშოსა შინა წმიდისა ქალწულისასა, ჯუარს-ეცუა და მოკუდა ჭეშმარიტად და არა საოცრად, ბუნებითა ჴორცთაჲთა, და ღმრთეებისა ძალითა აღდგა და თანა-აღადგინა დაცემაჲ ჩუენი პირველი, ამაღლდა მუნვე მამისა, და კუალად მოვიდეს განსჯად ცხოველთა და მკუდართა დიდებითა, ჴორცითა მით, რომელ ჩუენგან მიიხუნა; და სული წმიდაჲ, უფალი ცხოველს-მყოფელი, მამისაგან გამომავალი და ძისა თანა თაყუანის-ცემული, თანასწორი მამისა და ძისაჲ, თანა-მოქმედად საუკუნეთა, რომელი იტყოდა პირითა წინაწარმეტყუელთაჲთა ყოველსავე მომავალსა; და ერთი წმიდაჲ და დიდებული კათოლიკე ეკლესია, რომლისაგან განიდევნნეს ყოველნი მწვალებელნი სიბრმითა უკეთურებისაჲთა, რომელსა შინა იდიდების წმიდაჲ სამებაჲ მარადის მართლითა აღსარებითა. ხოლო ვითარ განდგეს სომეხნი მართლისა სარწმუნოებისაგან, ესე არს მიზეზი: ვითარ ყოველთა კრებათა იპოვის ვინმე თითოჲ წინააღმდგომი საქმითა საეშმაკოჲთა და აზმნის ახალ-სახეობითა ღუარძლი წვალებისა, ეგრეთვე წმიდასა კრებასა ქალკიდონისასა გამოჩნდეს ორნი მგელნი მძჳნვარენი,...
არსენ საფარელი
არსენ საფარელი, იგივე არსენ I ანუ არსენ დიდი, (დაახლ. 820/830-877/887) - ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, ქართლის კათალიკოსი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღე: 8 ოქტომბერი.