მახასიათებლები
- სათაური: განსჯანი არისტოტელისანი სათნოებათა და ბიწთათვის
- ISBN კოდი:
- ავტორი: არისტოტელე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 7
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 895
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
განმარტება მათთჳს რაჲსაცა შინა შეიცჳს თჳთოეული ზემოხსენებულთა სათნოებათაგანი
განმარტება მათთჳს რაჲსაცა შინა თჳთოეულთა ამა ბიწთაგანი შეიცჳან
თჳსებანი თჳთოეულთა სათნოებათანი
თჳსებათათჳს თჳთოეულთა ბიწიერებათსა
გადაფურცვლა
არისტოტელე - განსჯანი არისტოტელისანი სათნოებათა და ბიწთათვის
iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: IBooks
ჭეშმარიტებასა ეკუთვნის რათამცა ვაქებდეთ ყოველსა პატიოსნებასა და ძაგებულ-ვჰყოფდეთ ყოველსა უშუჱრებასა. შორის პატიოსანთა ნივთთა, პირველსა უკუჱ ადგილსა იპყრობენ სათნოებანი, ხოლო შორის უშუჱრთა ბიწნი. მაშასადამე სათანადო არს ქებად სათნოებაჲ, და არა თუ მხოლოდ ოდენ იგი არამედ მიზეზნიცა მისნი, და რაჲცა შეუდგებიან მას სარგებელობანი, და ყოველნი საქმენი სათნოებათანი. ვითარ იგი ჯერ არს ძაგებად ყოველი იგი, რომელნიცა ეწინაღმდეგებიან მას, ხოლო ვინაdგან აზრისამებრ პლატონისა, რეცა სამნი არიან ნაწილნი ანუ ძალნი სულისანი. (ესე იგი არს) გონიერება, რომელიც გულისხმის-ყოფით განიხილავს რაჲ ჯერ-არს ქმნად და რაჲ არა ჯერ-არს. სიმშჳდე, და სიმხნე, რომელნიცა თავს იდებენ ყოველთა წინააღმდგომობათა. სიმკაცრე, და აღჳრ-სხმა თავისა, რომელნიცა მართუჱნ წადილსა მოპოებასა შინა თჳსდა საჭიროებათასა. ხოლო მახლობელნი ხსენებულთა მათ სულისა-ძალთანი არიან მართლმსაჯულება, უხუჱბა, და სულგრძელება. ეგ სახედუჱ უსუსურებანი ანუ ბიწნი სულისანი არიან სამნი ესე შემდგომნი. უგუნურება განრჩევასა შინა ჭეშმარიტებით ნივთთასა. სიცოფე და შიშნეულება მოთმინებათა შინა წინააღმდეგობათასა. განმბნეველობა და უკრძალველობა მოპოვნებათა შინა საჭიროთა ნივთთასა. ხოლო მახლობელნი მათ სისუსტეთა ანუ ბიწებათანი არიან ესენი, უსამართლოება, სიძუნწე,...