„გასაღები“ 1956 წელს გამოქვეყნდა. რომანი სექსუალური და დამანგრეველი ეროტიული ვნების შოკისმომგვრელ სამყაროს წარმოაჩენს. წიგნი დღიურის ფორმითაა დაწერილი, სადაც მონაცვლეობითაა მოცემული ასაკში შესული მამაკაცისა და მისი შედარებით ახალგაზრდა ცოლის ჩანაწერები. მეუღლეები ერთმანეთს ატყუებენ, მახეს უგებენ, უყვართ, სძულთ, ღალატობენ, მაგრამ რატომ ხდება ეს და მართლაც ხდება თუ არა ეს ასე, წიგნის წაკითხვის შემდეგაც კითხვად რჩება.
ძიუნიტირო ტანიძაკი (24.07.1886-30.07.1965) - თანამედროვე იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. მოიხსენიება მეოცე საუკუნის იაპონიის საუკეთესო რომანისტთა შორის. იყო 1964 წლის ნობელის პრემიის ფინალისტი.