ამ ნაშრომის მკითხველი გაეცნობა სოციალური გავლენის მნიშვნელობას და ფსიქოლოგიური გავლენის სფეროებს; შეიტყობს თუ რატომ არის ადამიანი მგრძნობიარე გავლენისადმი; რა კანონზომიერებით ხორციელდება გავლენა, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ოჯახის, კომუნიკაციის, ტრადიციის, ფოლკლორის, მასმედიის ზემოქმედებას; თუ როგორ დაიცვა თავი სხვისი ნეგატიური ზეგავლენისგან და რა ფაქტორები განაპირობებენ პოზიტიურ გავლენას; თუ რა მნიშვნელობა აქვს პოზიტიურ აზროვნებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, ცხოვრების საზრისის არსებობას და რწმენას ადამიანის ცხოვრებაში.
ლია მეტრეველი, განათლების მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს შრომები, როგორც საქართველოსი ასევე უცხოეთში. ირმა ხურცია-ანდრიაძე სოციალური მეცნიერებების აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი