მახასიათებლები
- სათაური: ღმერთებს სწყურიათ
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანატოლ ფრანსი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 144
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2625
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
I;
II;
III;
IV;
V;
VI;
VII;
VIII;
IX;
X;
XI;
XII;
XIII;
XIV;
XV;
XVI;
XVII;
XVIII;
XIX;
XX;
XXI;
XXII;
XXIII;
XXIV;
XXV;
XXVI;
XXVII;
XXVIII;
XXIX;
გადაფურცვლა
ევარისტ გამლენი, მხატვარი, დავიდის მოწაფე, წევრი ახალი ხიდის, ადრინდელი ჰანრი IV სექციისა, გათენებისას წავიდა ბარნაბელების ძველ ეკლესიაში, რომელშიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, 1790 წლის 21 მაისიდან, სექციის გენერალური კრებები იმართებოდა. ეს ეკლესია აგებული იყო ვიწრო და ბნელ მოედანზე, სასახლის რკინის მოაჯირის მახლობლად. ორი კლასიკური სტილით შედგენილ ფასადზე, რომელიც დაყირავებული ლარნაკებითა და ცეცხლის ჭურჭლებით იყო შემკული, გახუნებული იყო დროების და შელანძღული ადამიანების მიერ, რელიგიური ემბლემები ჩამოეხეხათ და ბჭეების ზემოთ შავი ასოებით რესპუბლიკური დევიზი დაეწერათ: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა ან სიკვდილი“. ევარისტ გამლენი ეკლესიაში შევიდა: თაღები, რომელნიც წინათ წმინდა პავლეს კონგრეგაციის სტიქარიან ბერების საეკლესიო გალობას ისმენდნენ, ახლა წითელ ჩაჩიან პატრიოტების კრებას დაჰყურებდნენ, რომელნიც მუნიციპალური მოხელეების ასარჩევად და სექციის საქმეების მოსაწესრიგებლად შეკრებილიყვნენ. ნიშებიდან წმინდანები ჩამოეღოთ და მათ ადგილას ბრუტუსის, ჟან-ჟაკის და დელეპელტიეს ბიუსტები მოეთავსებიათ. განძარცულ ტრაპეზზე ადამიანის უფლებათა ფიცარი იყო ამართული.
ამ ეკლესიაში ორჯერ კვირაში, საღამოს ხუთი საათიდან თერთმეტამდე საზოგადო კრებები იმართებოდა. საორატორო ტრიბუნის როლს ეროვნული დროშით შემკული კათედრა ასრულებდა. პირდაპირ სამოციქულოს მხრით ამართული იყო გაუშალაშინებელი ხის ესტრადა, ქალებისა და ბავშვებისათვის, რომელნიც მრავლად ესწრებოდნენ ამ კრებებს. ამ დილით კათედრის ქვეშ საწერ მაგიდას უჯდა მოქალაქე დიუპონ უფროსი, დურგალი ტიონვილის მოედნიდან, ერთი თორმეტ წევრთაგანი ზედამხედველობის კომიტეტისა. მას წითელი ჩაჩი ეხურა და კარმანიოლა ეცვა. მაგიდაზე ბოთლი და ჭიქები ეწყო, აგრეთვე საწერი მოწყობილობა და რვეული, რომელიც პეტიციის ტექსტს შეიცავდა კონვენტის მიმართ, რომ მას თავისი წიაღიდან გაეგდო ოცდაორი უღირსი წევრი.
ევარისტ გამლენმა კალამი აიღო და ხელი მოაწერა.
- მე დარწმუნებული ვიყავი, თქვა ხელოსანმა მაგისტრატმა, რომ...