მახასიათებლები
- სათაური: ღმერთის არსებობის ონტოლოგიური დასაბუთება
- ISBN კოდი:
- ავტორი: სიმონ ფრანკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 30
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3157
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
შესავალი;
I;
II;
III;
განმარტებები;
გადაფურცვლა
სიმონ ფრანკი - ღმერთის არსებობის ონტოლოგიური დასაბუთება
С.Л.Франк. - Онтологическое доказательство бытия Бога
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ავთანდილ ჯოხაძეს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
შესავალი
I
II
III
განმარტებები
შესავალი
დასავლური და აღმოსავლური ეკლესიების ტრადიციულ ღვთისმეტყველებაში დამკვიდრებულმა ღმერთის არსებობის „დასაბუთებებმა“ დღესდღეობით მნიშვნელოვანწილად დაკარგა დამაჯერებლობა არა მარტო ურწმუნოთა, არამედ განსაკუთრებით სწორედ მორწმუნეთა თვალში. ყველა ეს „დასაბუთება“, როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს ცალკეული მათგანი, თავისებურ „სქოლასტიკად“, უფრო ზუსტად, რაციონალიზმად აღიქმება. რაციონალიზმი კი სწორედ რწმენის ფეროშია უგუებელი, როგორც თვით რწმენის ბუნებისადმი არაადექვატური. ღმერთის არსებობის ეჭვმიუტანელი დასაბუთება რომ შესაძლებელი ყოფილიყო - ასე იაზრებს საქმის ვითარებას და ასეთ საბუთიანობას მიმართავს ხოლმე მორწმუნე ადამიანი - მაშინ გამოცხადება აღარ დაგვჭირდებოდა, არ დაგვჭირდებოდა რწმენის აქტი და არც რწმენის იჭვთან ჭიდილში გამარჯვების რელიგიური დამსახურება იარსებებდა. უნდა გვჯეროდეს თუ არა ღმერთის არსებობის დასაბუთებათა უეჭველობა, თუკი ჩვენთვის ცნობილია, რომ თვით წმინდანებიც კი თავიანთი სულიერ ყარიბობის გზაზე შეეჭვების და შეორგულების განცდას აწყდებიან და მხოლოდ სულიერი გმირობის აქტით გადალახავენ ხოლმე...