მახასიათებლები
- სათაური: გიყვართ ბრამსი?
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრანსუაზ საგან
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 65
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2374
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
თავი პირველი;
თავი მეორე;
თავი მესამე;
თავი მეოთხე;
თავი მეხუთე;
თავი მეექვსე;
თავი მეშვიდე;
თავი მერვე;
თავი მეცხრე;
თავი მეათე;
თავი მეთერთმეტე;
თავი მეთორმეტე;
თავი მეცამეტე;
თავი მეთოთხმეტე;
თავი მეთხუთმეტე;
თავი მეთექვსმეტე;
თავი მეჩვიდმეტე;
თავი მეთვრამეტე;
გადაფურცვლა
ფრანსუაზ საგან - გიყვართ ბრამსი?
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
Francois Sagan - Aimez-vous Brahms?
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
თავი პირველი
პოლი გულდასმით აკვირდებოდა სარკეში, ამ ცხრამეტი წლის განმავლობაში დროს როგორ შეემუსრა მისი სახე. ოღონდ არც სასოწარკვეთას გრძნობდა, არც გაბოროტებას, ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ რომ ეუფლებათ ხოლმე ქალებს; პირიქით, რაღაც უნდილ სიმშვიდეს აეტანა: ნაოჭი რომ გამოეკვეთა, ორი თითით ოდნავ ჭიმავდა კანს, თითქოს ეს ცოცხალი კანი სულ სხვა ვინმესი ყოფილიყოს, სულ სხვა პოლის, ასე თავდავიწყებით რომ ზრუნავდა მუდამ თავის სილამაზეზე და ასე რომ უჭირდა ყმაწვილქალობიდან გადასვლა კარგად შენახულ, ჯერაც ახალგაზრდული იერის მქონე ქალთა მარაქაში. ასეთ პოლს იგი თითქმის არ იცნობდა. გაეღიმა, რადგან სარკესთან დროის მოსაკლავად შეჩერებულმა ერთბაშად აღმოაჩინა - სწორედ დრო სწვავდა მას ნელ ცეცხლზე ასე შეუმჩნევლად, დრო მუსრავდა მის გარეგნობას, ასე ძალიან რომ მოსწონდა ყველას. როჟე ცხრა საათზე უნდა მოსულიყო. ახლა შვიდი საათია, ანუ პოლს საკმაო დრო რჩება, რომ საწოლზე გაიშოტოს, თვალები დახუჭოს, დაძაგრული სხეული მოადუნოს, სული მოითქვას, არაფერზე იფიქროს. თუმცა რა ისეთი ფიქრები აქვს, რომ მათგან დასვენება სჭირდებოდეს საღამოს? პოლისთვის უცხო არ იყო ეს მოუსვენარი უხალისობა, რომლის წყალობით ხშირად უწრიალია ოთახებში, ხან ერთ ფანჯარას მისდგომია, ხან - მეორეს. ასე სჩვეოდა ბავშვობაშიც, წვიმიან დღეებში. სააბაზანოში შევიდა, დაიხარა და ხელი წყალში ჩაყო. ამან მაშინვე...
ფრანსუაზ საგან
ფრანსუაზ საგან (დაბ. ფრანსუაზ კუარე; 21.06.1935-24.09.2004) - ფრანგი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი, ცნობილი რომანტიული თემებით; მონაკოს პრინცის 1985 წლის პრემიის მფლობელი ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის.