მახასიათებლები
- სათაური: გივი შადური
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 102
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2199
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ესპანური სისხლი
დაბრუნებული
შავი კლდე
წითელი ღილი
ბედი-მდევარი
გადაფურცვლა
მიხეილ ჯავახიშვილი - გივი შადური
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ესპანური სისხლი
დაბრუნებული
შავი კლდე
წითელი ღილი
ბედი-მდევარი
ესპანური სისხლი
- ქართველ მწერლებს ჩემი სალამი და უღრმესი პატივი! გთხოვთ მიცნობდეთ: ნაკაცარი გახლავართ, ვინმე გივი შადური. ნუ შესწუხდებით, ბატონებო. მეტი რა უნდა გივისა, გარდა კახური ღვინისა, ეხე-ხე! ნუ შეშინდით-მეთქი, ყმაწვილებო: მეტოქეობას არ გაგიწევთ: ჩემი პოეტური მარაგი ამ ერთი სტრიქონით იწყება და ამითვე თავდება, თუმცა...
თუმცა ვინ იცის, რა იმარხება ამ გულში! ვინ იცის! ვინ მეტყვის! ვერავინ, არავინ! ჩემი გზა სხვა გეზით რომ წასულიყო, ან მე თვითონ სხვა გზას რომ გავყოლოდი...
ეეჰ, ეშმაკსაც წაუღია ყველა გზები! ტყუილად ხარჯავთ მათთვის, მეგობრებო, დროს და რითმებს, აზრებსა და სიტყვებს, რადგან გზებს არც აზრი აქვთ, არც გეზი, არც სათავე და არც დასასრული.
თუმცა, მაპატიეთ, ყმაწვილებო, შევცდი. ახლაც შევცდი, რადგან მე თვითონ თავით-ფეხებამდე, ან, როგორც უწინ ამბობდნენ, თხემით-ფეხამდე მარტო შეცდომებისგან და კახურისგან გახლავართ ნაკეთები.
ყოველ გზას აუცილებლად დასასრულიც აქვს. უწინ იტყოდნენ ხოლმე: ყველა გზები რომისკენ მიდისო. მე კი მოგახსენებთ: ტყუილია, ჭორია! ყველა გზები და ბილიკები იმედების ნანგრევებზე იყრის თავს.
რაო? რა მიბრძანეთ? დავბრძანდე? ეგ სიტყვა მეხამუშა,...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.