მახასიათებლები
- სათაური: გოდოს მოლოდინში
- ISBN კოდი:
- ავტორი: სემუელ ბეკეტი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 65
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 5383
- რეიტინგი: 4.8
სარჩევი
გოდოს მოლოდინში;
შენიშვნები;
სემუელ ბეკეტის სხვა წიგნები;
წიგნები ამ თემაზე;
გადაფურცვლა
(ტრაგედია 2 მოქმედებად)
მოქმედი პირნი
ესტრაგონი (გოგო)[1] პოცო
ვლადიმირი (დიდი) ბიჭი
ლაკი
პირველი მოქმედება
სოფლის გზა. ხე.
ესტრაგონი მიწაზე ზის და ცდილობს გაიძროს ფეხსაცმელი, წვალობს, ხვნეშის, ძალაგამოცლილი შეჩერდება. დაუშვებს ხელებს, სულს იბრუნებს, ისევ ეჭიდება. შემდეგ ყველაფერი ეს მეორდება.
შემოდის ვლადიმირი.
ესტრაგონი (ისევ დაუშვებს ხელებს). თუ გინდა, თავი მოიკალი... არაფერი გამოვა.
ვლადიმირი (მოკლე, სწრაფი, ბაკუნა ნაბიჯებით უახლოვდება, ფეხებს გაჩაჩხავს და დგება). მეც მაგ ჭკუაზე ვდგები: მთელი სიცოცხლე იხტიბარს არ ვიტეხდი, საკუთარ თავს ჩავჩიჩინებდი, ვლადიმირ, გონი მოიხმარე, ათასი ხერხია, ყველა ხომ არ გიცდია-მეთქი, და ისევ ვიბრძოდი... თავს არ ვიზოგავდი. (დაფიქრდება, იხსენებს, როგორ არ იზოგავდა თავს, ესტრაგონს.) მაშ, შენ ისევ აქა ხარ.
ესტრაგონი. ეგრე გგონია?
ვლადიმირი. რა კარგია, რომ დაბრუნდი; მე კი ვფიქრობდი, სულ წავიდა-მეთქი.
ესტრაგონი. მეც ეგრე ვფიქრობდი.
ვლადიმირი. და აი, ბოლოს მაინც ერთად ვართ, აღგვენიშნა მაინც რამენაირად... (ფიქრობს.) მოდი, ერთი გადაგეხვევი...
ესტრაგონი. (გაღიზიანებული). ერთი შენცა!
ვლადიმირი. (განაწყენებული, ცივად). ნება მიბოძეთ შევიტყო, თქვენმა ბრწყინვალებამ ღამე სად გაატარა.
ესტრაგონი. ხრამში.
ვლადიმირი. (გაოცებული) ხრამში? სად ხრამში?
ესტრაგონი. (არც ინძრევა). იქ, ხრამში.
ვლადიმირი. არავის მიუბეგვიხარ?
ესტრაგონი. მცემეს, რა თქმა უნდა, როგორ გადავრჩებოდი.
ვლადიმირი. ისევ ისინი იყვნენ?
ესტრაგონი. ისევ ისინი? რა ვიცი!
ვლადიმირი. როგორც კი წარმოვიდგენ... რა დღე დაგადგებოდა მთელი ეს წლები... უჩემოდ... ძვლების გროვად იქცეოდი, ეჭვი არ შეგეპაროს.
ესტრაგონი. (გაცხარებით). მერე რა?..
ვლადიმირი. (ნაღვლიანად). მარტო ერთი კაცი ვერაფერს გახდება. (პაუზა. გამხნევებული.) მეორე მხრივ კი, ვფიქრობ, რაღა დროს ახლა ჩემი სულით დაცემაა-მეთქი, ამაზე ადრევე უნდა მეფიქრა, 1900 წელს, როცა სამყარო ახალგაზრდა...
სემუელ ბეკეტი
სემუელ ბარქლაი ბეკეტი (13.04.1906-22.12.1989) - ირლანდიელი დრამატურგი, ნოველისტი, თეატრის რეჟისორი და პოეტი. ითვლება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორად. არის 1969 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.