მახასიათებლები
- სათაური: გოეთე. ნიცშე
- ISBN კოდი:
- ავტორი: კარენ სვასიანი
- გამომცემელი: თამარ კოტრიკაძე
- გამოცემის თარიღი: 2025
- ენა: ქართული
- გვერდები: 55
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 15
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ორიოდე სიტყვა წერილების ავტორზე
- გოეთე: ორფიკული წინარე-პარადოქსები
- ფრიდრიხ ნიცშე: შემეცნების წამებული
გადაფურცვლა
კარენ სვასიანი
გოეთე. ნიცშე
ორი წერილი
სარჩევი
ორიოდე სიტყვა წერილების ავტორზე
გოეთე: ორფიკული წინარე-პარადოქსები
ფრიდრიხ ნიცშე: შემეცნების წამებული
ორიოდე სიტყვა წერილების ავტორზე
მსოფლიო მასშტაბის ფილოსოფოსი და კულტუროლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და ანთროპოსოფი კარენ სვასიანი 1948 წელს თბილისში დაიბადა, სასკოლო და უმაღლესი განათლება ერევანში მიიღო, 1985 წელს ერევნის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, 1993 წლიდან გარდაცვალებამდე (2024) ცხოვრობდა და მუშაობდა შვეიცარიაში, ბაზელში. კითხულობდა სალექციო კურსებს შვეიცარიის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის უნივერსიტეტებში. თავისუფალი მწერალი და დოცენტი, წერდა გერმანულ და რუსულ ენებზე.
კარენ სვასიანმა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ანრი ბერგსონის შემოქმედებისა და თანამედროვე ფილოსოფიაში სიმბოლოს პრობლემისადმი მიძღვნილი ნაშრომებით მოიპოვა, ხოლო ფართო მკითხველისათვის პირველად ცნობილი გახდა, როგორც 1990 წელს (რევოლუციის შემდეგ პირველად) მოსკოვში, რუსულ ენაზე გამოცემული ფ. ნიცშეს ორტომეულის შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი (სწორედ ამ ორტომეულის წინასიტყვაობა გახლავთ ნიცშეს შემოქმედების ზოგადი ანალიზის შემცველი წინამდებარე წერილი). 1990 წელსვე სვასიანმა რუსულ ენაზე გამოსცა წიგნი „ევროპული მეცნიერების ჩამოყალიბება“, მასვე ეკუთვნის რუსულ ენაზე ო. შპენგლერის ძალზე ცნობილი ნაშრომის „ევროპის დაისი. მსოფლიო ისტორიის მორფოლოგიის ნარკვევები“ და რაინერ მარია რილკეს ლირიკული კრებულის „სონეტები ორფევსისადმი“ თარგმანი.
სვასიანი გერმანულ ენაზეც არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; გერმანიაში გამოცემული მისი პირველი წიგნის სათაურია „გზა დამასკოსკენ. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სულიერი მდგომარეობის შესახებ“ (შტუტგარტი, 1993). შემდგომ წლებში მან რუდოლფ შტაინერისა და ანთროპოსოფიის არსისადმი მიძღვნილი არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა....