რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორიული რომანი, რომელიც დიუმას საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება, მოგვითხრობს ედმონდ დანტესის, ახალგაზრდა და პატიოსანი მეზღვაურის ამბავს, რომლის ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდება, როდესაც ნაპოლეონის მმართველობის უკანასკნელ წლებში მას ცრუ ბრალდებას წაუყენებენ და სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. წლების შემდეგ დანტესი გაქცევას ახერხებს და ახლა უკვე შეუძლია შურისძიების გეგმის განხორციელება, რომელიც საგულდაგულოდ აქვს მოფიქრებული.
ალექსანდრე დიუმა (მამა) (24.07.1802-05.12.1870) - ფრანგი მწერალი, რომლის წიგნები 100-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.