ნაწილი მეოთხე
თავი I. ბატონი ნუარტიე დე ვილფორი
თავი II. ანდერძი
თავი III. ტელეგრაფი
თავი IV. საშუალება მებაღეს თავიდან მოაცილო ციყვები, რომლებიც მის ატმებს ჭამენ
თავი V. მოჩვენებები
თავი VI. სადილი
თავი VII. მათხოვარი
თავი VIII. ოჯახური სცენა
თავი IX. ქორწინების გეგმები
თავი X. მეფის პროკურორის კაბინეტი
თავი XI. მიპატიჟება
თავი XII. ძიება
თავი XIII. საზაფხულო მეჯლისი
თავი XIV. პურ-მარილი
თავი XV. მარკიზ დე სენ-მერანის მეუღლე
თავი XVI. დაპირება
თავი XVII. ვილფორის ოჯახის აკლდამა
თავი XVIII. ოქმი
თავი XIX. კავალკანტის ვაჟიშვილის წარმატებანი
თავი XX. ჰაიდე
ალექსანდრე დიუმა - გრაფი მონტე-კრისტო (IV)
Alexandre Dumas - Le Comte de Monte Cristo IV)
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის თამარ საჯაიას
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
სარჩევი
ნაწილი მეოთხე
თავი I. ბატონი ნუარტიე დე ვილფორი
თავი II. ანდერძი
თავი III. ტელეგრაფი
თავი IV. საშუალება მებაღეს თავიდან მოაცილო ციყვები, რომლებიც მის ატმებს ჭამენ
თავი V. მოჩვენებები
თავი VI. სადილი
თავი VII. მათხოვარი
თავი VIII. ოჯახური სცენა
თავი IX. ქორწინების გეგმები
თავი X. მეფის პროკურორის კაბინეტი
თავი XI. მიპატიჟება
თავი XII. ძიება
თავი XIII. საზაფხულო მეჯლისი
თავი XIV. პურ-მარილი
თავი XV. მარკიზ დე სენ-მერანის მეუღლე
თავი XVI. დაპირება
თავი XVII. ვილფორის ოჯახის აკლდამა
თავი XVIII. ოქმი
თავი XIX. კავალკანტის ვაჟიშვილის წარმატებანი
თავი XX. ჰაიდე
ნაწილი მეოთხე
თავი I. ბატონი ნუარტიე დე ვილფორი
აი, რა მოხდა მეფის პროკურორის ბინაში ქალბატონ დანგლარისა და მისი ქალიშვილის წასვლის შემდეგ, იმ დროს, როდესაც ჩვენს მიერ გადმოცემული საუბარი მიმდინარეობდა.
ბატონი დე ვილფორი ცოლის თანხლებით მამის ოთახში შევიდა. რაც შეეხება ვალენტინას, ჩვენ ვიცით სადაც იყო იგი.
როდესაც მოხუცს მიესალმნენ და ბარუა, ნუარტიეს სამსახურში ოცდახუთი წლის მანძილზე ნამყოფი მსახური, გარეთ გაუშვეს, ორივენი დასხდნენ.
ბატონი ნუარტიე იჯდა ბორბლებიან დიდ სავარძელში, სადაც მას დილაობით სვამდნენ და საღამოობით გადმოჰყავდათ. წინ ედგა სარკე, რომელშიც მთელი ოთახი მოჩანდა. ასე რომ, შეეძლო ოდნავაც არ შერხეულიყო - რაც მისთვის შეუძლებელიც იყო - და დაენახა ვინ შემოვიდოდა, ვინ გადიოდა, ან რა კეთდებოდა მის ირგვლივ. ცხედარივით უძრავი, ცოცხალი და გონიერი თვალებით უყურებდა თავის შვილებს, რომელთა ცერემონიული მისალმება...