მახასიათებლები
- სათაური: გრეტჰენი, საბრალო ტონიეტა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰაინრიხ მანი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 30
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2250
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
გრეტჰენი;
საბრალო ტონიეტა;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
გრეტჰენი
საბრალო ტონიეტა
საავტორო უფლება
Philos© 2016 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@philos.ge
ჰაინრიხ მანი - გრეტჰენი/საბრალო ტონიეტა.
გრეტჰენი
I
შაბათი დღე იყო და ქალბატონ ჰესლინგს ქმრისათვის ჯერ კიდევ არ შეეტყობინებია, რომ კვირა საღამოს გრეტჰენი უნდა დაენიშნათ. სადილობისას, როგორც იქნა, დიდერიჰი კარგ გუნებაზე დადგა. სალამურა თევზის კერძიდან, რომელსაც მარტო იგი შეექცეოდა, ერთი ნაჭერი მაგიდის მოპირდაპირე მხარეზე მჯდომ გრეტჰენსაც მიუგდო. მაგრამ თევზის ნაჭერი იმდენად დიდი და მსუყე აღმოჩნდა, რომ შუადღის ძილში მყოფი ჰესლინგი ხვნეშას მოჰყვა და როგორც კი გამოიღვიძა - დაზელვა მოითხოვა. მისმა მეუღლემ გრეტჰენს წასჩურჩულა: „მამას შენი ქამრისა და ქუდის ფულს ახლა ვერ დავტყუებთ, მაგრამ ფულს მაინც ვიშოვით“. და მან ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ქალიშვილს.
ბ-ნი ჰესლინგი, შალის პერანგისა და მისი ამხანაგის ამარა, დივანის ბალიშებს შორის წამოწოლილი იცდიდა. მან თავისი თეთრი მუცელი ცოლს მიუშვირა დასაზელად. და ვიდრე ქ-ნი ჰესლინგი მას ზელდა, დიდერიჰი შიშჩამდგარი თვალებით შესციცინებდა ბრინჯაოს სამ ფიგურას: იმპერატორს, დედოფალსა და ზეკინგენელ მებუკეს; ისინი ადამიანის სიმაღლის ორი მესამედი იყვნენ. ფიგურები დიდებული მხიარულებით გადმოსცქეროდნენ დიდერიჰის გასაჭირს. ვიდრე ქალბატონი ჰესლინგი ქმარს ზელდა და თან ხმამაღლა ნუგეშსა სცემდა, თეთრ კაბაში გამოწყობილი, წელში მოხრილი და კისერგამოწვდილი გრეტჰენი კარებში შემოიძურწა. მისი უღიმღამო თვალები შიშსა და ზიზღს გამოხატავდნენ....
ჰაინრიხ მანი
ლუდვიგ ჰაინრიჰ მანი (27.03.1871-11.03.1950) - გერმანელი მწერალი, რომლის ნაწარმოებებში ჭარბობს სოციალური თემატიკა. არის გერმანელი მწერლის, ნობელის ლაურეატის, თომას მანის უფროსი ძმა.