მახასიათებლები
- სათაური: გული
- ISBN კოდი:
- ავტორი: ნაცუმე სოსეკი
- გამომცემელი: epsilon
- გამოცემის თარიღი: 2022
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1149
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- წინასიტყვაობა
- ნაწილი პირველი
- სენსეი და მე
- ნაწილი მეორე
- ჩემი მშობლები და მე
- ნაწილი მესამე
- სენსეი და მისი უკანასკნელი წერილი
გადაფურცვლა
ნაცუმე სოსეკი – გული
სარჩევი
წინასიტყვაობა
ნაწილი პირველი
სენსეი და მე
ნაწილი მეორე
ჩემი მშობლები და მე
ნაწილი მესამე
სენსეი და მისი უკანასკნელი წერილი
წინასიტყვაობა
ტოკუგავას ეპოქის (1603-1867) დასრულებითა და მეიჯის ეპოქაში (1868-1912) გადასვლით, იაპონიამ დიდი ცვლილებები განიცადა; იგი ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად და ინტელექტუალურად განვითარდა. მან თანამედროვეობაში გადაინაცვლა.
სწორედ ამ პოლიტიკურ ქარტეხილში დაიბადა ნაცუმე კინ’ნოსუკე, იგივე ნაცუმე სოსეკი, 1867 წელს, ტოკიოში, როდესაც ქალაქს ჯერ კიდევ ედო ერქვა.
სოსეკი, უკვე თავისი ასაკიანი მშობლებისათვის, არასასურველი შვილი იყო; დედა ორმოცი, მამა კი ორმოცდაცამეტის იყო. მას ხუთი დედ-მამის შვილი ჰყავდა. ნაცუმეს ოჯახს ხუთი შვილისა და ახალშობილის ყოლა სამარცხვინოდ მიაჩნდა, ამიტომაც, 1868 წელს, სოსეკი უშვილო ოჯახს მიაშვილეს. იგი მათთან ცხრა წლამდე, წყვილის განქორწინებამდე იზრდებოდა. ამის შემდეგ იგი თავის ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნდა, სადაც მამამისს, დედამისისგან განსხვავებით, მისი დაბრუნება არ გაუხარდა. სოსეკის დედა თოთხმეტი წლის ასაკში გარდაეცვალა, ორი უფროსი ძმა კი 1887 წელს.
საშუალო სკოლაში ჩინური ლიტერატურით დაინტერესებულ სოსეკის მწერლობის იდეა აეკვიატა. თუმცა მის ოჯახს მისი გადაწყვეტილება არ მოსწონდა და 1884 წელს, სოსეკი ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ლიტერატურა უფრო მოსწონდა, კარიერული განვითარებისათვის მან ინგლისური ენის სწავლა დაიწყო.
1887 წელს, მეგობარ მასაოკა შიკისთან შეხვედრამ მწერლობა გადააწყვეტინა. შიკიმ მას ჰაიკუს ხელოვნება ასწავლა. ამ დროიდან იგი თავის პოემებს სოსეკის სახელით აქვეყნებდა, რაც ჩინურად “ჯიუტს” ნიშნავს. 1890 წელს იგი ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და მალევე დახელოვნდა ინგლისურ ენაში. 1891 წელს, თავისი ინგლისური ლიტერატურის პროფესორის, ჯეიმს...
ნაცუმე სოსეკი
ნაცუმე სოსეკი, იგივე ნაცუმე კინ’ნოსუკე - 09.02.1867-09.12.1916 - იაპონელი ნოველისტი. ცნობილია თავისი ნოველებით “გული,” “ახალგაზრდა ბატონი,” “მე ვარ კატა.” ასწავლიდა ინგლისურ ლიტერატურას, წერდა ჰაიკუს, კანშის და ზღაპრებს. 1984-2004 წლებში მისი პორტრეტი იაპონურ 1000 იენზე იყო გამოსახული.