მახასიათებლები
- სათაური: ჰაჯი მურატი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლევ ტოლსტოი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 96
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3226
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ჰაჯი მურატი;
განმარტებები;
გადაფურცვლა
სარჩევი
ჰაჯი მურატი
განმარტებები
ლევ ტოლსტოი - ჰაჯი მურატი
Л.Н. Толстой - Хаджи Мурат.
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ელიზბარ უბილავას.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
I
მინდორ-მინდორ ვბრუნდებოდი შინ. შუა ზაფხული იდგა. მდელოები გაეთიბათ და საცაა ჭვავის მომკას უნდა შესდგომოდნენ. წლის ამ დროს საუცხოოდაა შეხამებული ყვავილები: წითელი, თეთრი, ვარდისფერი, სურნელოვანი ბუსუსებიანი სამყურები; კადნიერი ზიზილები; რძესავით თეთრი, ყვითელგულა გვირილა თავისი შმორიანი ცხარე სუნით; ყვითელი შალგი, თაფლის სურნელი რომ ასდის; ტიტასმაგვარი აშოლტილი, სოსანისფერი და თეთრი მაჩიტელები, მცოცავი ცერცველები: ყვითელი, წითელი, ვარდისფერი, სოსანისფერი კოხტა ცის ფოლიოები; მოვარდისფრო ღინღლებიანი და ოდნავ სურნელოვანი მრავალძარღვა; მზიან ამინდსა და სინორჩეში ხასხასა ცისფერი, ხოლო მწუხრსა და სიბერეში ხან ლურჯი და ხან წითლად შეფერილი ღიღილოები; ნაზი ნუშისებრ სურნელოვანი აბრეშუმა, აყვავებისთანავე რომ ჭკნება.
ნაირ-ნაირი ყვავილების დიდი თაიგული შევკონე და ის იყო შინისკენ გავემართე, რომ თხრილში მშვენიერი ჟოლოსფერი, მთლად აყვავებული ბირკა შევნიშნე, სწორედ ისეთი ჯიშისა, ჩვენში „შავნარას“ რომ ეძახიან და ბალახს გულდაგულ შემოუთიბავენ, ხოლო შემთხვევით თუ მოჭრიან, მთიბავები იმწამსვე გადააგდებენ, ხელებში რომ არ ეჩხვლიტოთ. აზრად მომივიდა მომეწყვიტა ეს ბირკა და თაიგულის შუაში ჩამედო. ჩავცოცდი...
ლევ ტოლსტოი
ლევ ტოლსტოი (09.09.1928-20.11.1910) - დიდი რუსი მწერალი, განმანათლებელი, მოაზროვნე, პუბლიცისტი, იმპერატორის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ითვლება მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს პროზაიკოსად.