მახასიათებლები
- სათაური: იავნანამ რა ჰქმნა?
- ISBN კოდი:
- ავტორი: იაკობ გოგებაშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 9
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1766
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
იაკობ გოგებაშვილი - იავნანამ რა ჰქმნა?
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სამშობლო ღვინისა
თბილისიდან რომ აღმოსავლეთისაკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთ გრძელ მთას, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავლეთისაკენ გადაიხედო, შენ თვალწინ, ქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავს მთელი მწვანე ზღვა ვენახებისა და ზვრებისა. ამ ვაკის ზედ შუა წელზე დაინახავ გრძელ ლაპლაპა ზოლს, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულს. ეს სწორი ვაკე არის კახეთის ველი, ლაპლაპა ზოლი კი მდინარე ალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორ - თითქმის თანასწორ ნაწილად; აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითას - გაღმა მხარი. გაღმა მხარს საზღვრად უძევს აღმოსავლეთით დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთს დაღესტნისაგან, რომელიც იწყება ამ მთებს იქით.
თუ გაღმა მხრისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთ ადგილას მთის ძირში გაარჩევ დიდ ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია. მაგრამ რომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნებზე და განაპირას ადვილად შეამჩნევ ქვიტკირის ნაშთებს. ეს ნაშთები უტყუარი ნიშანია იმისი, რომ ეს ადგილი ნასოფლარია.
სოფელი ვაშლოვანი
დიახ, ძველ დროში სწორედ ამ ადგილას ჰყვაოდა კარგა მოზრდილი სოფელი, რომელსაც ვაშლოვანი ერქვა. დასავლეთით ამ სოფელს ერტყა ზვრები და ვენახები, ხოლო აღმოსავლეთის...
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი (27.10.1840-14.06.1912) - ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი; პედაგოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში.