მახასიათებლები
- სათაური: იჩქითი (ცხენის ამბავი)
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლევ ტოლსტოი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 29
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2063
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ეძღვნება მ.ა. სტახოვიჩის ხსოვნას
I
სულ უფრორე მეტად მაღლდებოდა ცარგვალი, ციალებდნენ მქრქალად შევერცხლილი ნამის წვეთები, თანდათან ფერმკრთალდებოდა ნამგალა მთვარე, ტყეს ავსებდა ხმიერება და ჟრიამული... ადამიანები უკვე დგებოდნენ და მებატონის ცხენთან ბაკებში ხშირ-ხშირად ისმოდა ფრუტუნი, ჩალის ფაჩიფუჩი, ერთად თავმოყრილი და რაღაცაზე წაკინკლავებული ცხენების ბრაზიანი, გაანჩხლებული ჭიხვინი.
- აჩუ! მოესწრები, რამ დაგამშია! - წარმოთქვა მოხუცმა მეჯოგემ და სწრაფად გამოაღო აჭრიალებული ჭიშკარი. - სად ეჩრები? - შეუძახა მან და მათრახი მოუქნია ჭიშკარში გაკვეტებულ ერთ კვიცს.
მერემე ნესტორს კაზაკურა ეცვა, ზედაც მობალთული ქამარი შემოერტყა და ხელსახოცში გამოკრული პური ქამარზე ჩამოეკიდა. უნაგირი და აღვირი ხელში ეჭირა.
ცხენებს არც კი შეშინებიათ და სწყენიათ მერემეს დამცინავი კილო, თავი ისე მოაჩვენეს, ვითომც ჩვენთვის სულ ერთიაო, და დინჯად ჩამოეცალნენ ჭიშკარს; მხოლოდ ერთმა დროულმა ფაფარიანმა წაბლა ფაშატმა დაწკურა ყურები და სწრაფად მოაბრუნა გავა. ამის გამო უკან მდგარმა ჯეელმა ფაშატმა, სულაც რომ არ ეხებოდა ეს ამბავი - დაიჭყვირა და წიხლი მიარტყა იქვე მდგომ ცხენს.
- აჩუ! - კიდევ უფრო ხმამაღლა შეუტია მერემემ და გაემართა ბაკის კუთხისაკენ.
თავლაში (ასამდე მაინც იქნებოდნენ) ყველაზე ნაკლებ სულწასულობას იჩენდა ერთი ამლაყი, ხატაველი ლაფშა. იდგა მარტოდმარტო კუთხეში ფარდულქვეშ და თვალდაწკურული ლოკავდა სათივის მუხის სვეტს. არავინ იცის, რა სიამოვნებას გვრიდა ეს ლაფშას, მაგრამ ამ დროს სერიოზული და ჩაფიქრებული კი იყო.
- ინებივრე! - კვლავ იმავე კილოთი მიმართა მერემემ, მიუახლოვდა და მის ახლოს ნეხვზე დააწყო უნაგირი და გაქონილი საოფლე.
ლაფშამ თავი მიანება ლოკვას, და, უძრავად მდგარი, დიდხანს შეჰყურებდა ნესტორს. არ გაუცინია, არ გაბრაზებულა, არც მოღუშულა, მხოლოდ მუცელი აიწურა, მძიმე-მძიმედ ამოიხვნეშა და პირი იბრუნა. მერემემ კისერზე მოხვია ხელი და ლაგამი ამოსდო.
- აბა, რასა ხვნეში? - უთხრა ნესტორმა.
ლაფშამ ისე აიქნია...
ლევ ტოლსტოი
ლევ ტოლსტოი (09.09.1928-20.11.1910) - დიდი რუსი მწერალი, განმანათლებელი, მოაზროვნე, პუბლიცისტი, იმპერატორის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ითვლება მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს პროზაიკოსად.