მახასიათებლები
- სათაური: იდიოტი (წიგნი პირველი)
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1965
- ენა: ქართული
- გვერდები: 322
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4524
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ნაწილი პირველი
- ნაწილი მეორე
- შენიშვნები
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე
შენიშვნები
რეკომენდებული წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ფიოდორ დოსტოევსკი - იდიოტი (წიგნი პირველი).
ნაწილი პირველი
I
ნოემბრის მიწურულს, დილის ცხრა საათზე, პეტერბურგ-ვარშავის მატარებელი მთელი სისწრაფით უახლოვდებოდა პეტერბურგს. ჯანღი და ნესტი იდგა, რის ვაი-ვაგლახით გამოატანა რიჟრაჟმა. ვაგონის სარკმლიდან გზის მარცხნივ თუ მარჯვნივ ათიოდე ნაბიჯზე კაცი ძნელად გაარჩევდა რასმე. მგზავრებში საზღვარგარეთიდან დაბრუნებულნიც იყვნენ. ყველაზე მეტად მესამე კლასის განყოფილება იყო სავსე, მეტწილად წვრილფეხა, მოსაქმე ხალხით; ისინი არცთუ შორიდან მოემგზავრებოდნენ. ჩვეულებისამებრ, ყველა მოთენთილი ჩანდა, ყველას დასიებოდა ღამის თევისაგან თვალები, ყველა გათოშილიყო, ყველას გასცრეცოდა და გაყვითლებოდა სახე ამ ნისლის დარად.
მესამე კლასის ერთ-ერთ ვაგონში დილაუთენია პირისპირ აღმოჩნდა სარკმელთან ორი მგზავრი - ორივე ახალგაზრდა, ორივე თითქმის მსუბუქად, არცთუ კოხტად ჩაცმული, ორივე შესამჩნევი სახის და ბოლოს ორივე ერთმანეთთან გამოლაპარაკების მოსურნე. ამ ორ ყმაწვილს რომ სცოდნოდა, რით გამოირჩეოდნენ ისინი ამ წუთს, რა თქმა უნდა, გაოცდებოდნენ, რომ განგებამ აგრე უცნაურად შეჰყარა ისინი პეტერბურგ-ვარშავის მატარებლის მესამე კლასის ვაგონში და ერთმანეთის პირისპირ მოათავსა. ერთი მათგანი, ტანმორჩილი, ოცდაშვიდიოდე წლის იქნებოდა. ხუჭუჭი, თითქმის შავი თმა ჰქონდა, წვრილი, ჭროღა, მაგრამ ცეცხლიანი...
ფიოდორ დოსტოევსკი
ფიოდორ დოსტოევსკი (11.01.1821-09.02.1881) - დიდი რუსი მწერალი, მოაზროვნე, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, რუსული ლიტერატურის კლასიკოსი. მიჩნეულია ერთ-ერთ უდიდეს ფსიქოლოგად ლიტერატრუის ისტორიაში. დიდი გავლენა იქონია პერსონალიზმის, ეგზისტენციალიზმისა და ფროიდიზმის განვითარებაზე.