მახასიათებლები
- სათაური: იერარქია
- ISBN კოდი:
- ავტორი: მაქს შტირნერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 26
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2298
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
იერარქია;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
ვიწყებ რა ჩვენი მონღოლოიდობის ისტორიულ განხილვას, სრულებით არ ვაცხადებ პრეტენზიას ჩემი შეხედულებების ამომწურავ მნიშვნელობასა ან მათ საფუძვლიანობაზე: მე მხოლოდ იმ მიზნით გადმოვცემ მათ, რომ, ჩემის აზრით, ისინი სხვა დანარჩენის გარკვევას შეუწყობენ ხელს.
მსოფლიო ისტორიამ, რომლის კონსტრუირება სრულად კავკასიურ რასას ეკუთვნის, როგორც ჩანს, დღემდე ორი კავკასიური პერიოდი გადაიტანა: პირველში ჩვენ უნდა გამოგვემუშავებინა და უკუგვეგდო კიდეც თანდაყოლილი ზანგოიდობა, რასაც მეორე პერიოდში მონღოლოიდობა (ჩინელობა) მოჰყვა. ეს უკანასკნელი და თავზარდამცემი პერიოდი ასევე უნდა დასრულებულიყო. ზანგოიდობა ძველ დროს წარმოადგენს, ეპოქას საგნობრივზე დამოკიდებულებისა (მამალთა საკვებზე, ფრინველთა ფრენის ტრაექტორიაზე, ცემინებაზე, ელვასა და მეხზე, წმინდა ხის ხმაურზე და ა.შ.); მონღოლოიდობა არის აზრებზე დამოკიდებულების ერა, ქრისტიანული ეპოქა. მომავალს კი ეკუთვნის სიტყვები - მე ვარ მესაკუთრე საგნობრივი სამყაროსი და მე ვარ მესაკუთრე სულიერი სამყაროსი.
ზანგოიდობის საუკუნეს ეკუთვნის ეგვიპტელთა ლაშქრობები და ზოგადად ეგვიპტისა და ჩრდილოეთ აფრიკის როლი. მონღოლოიდობის საუკუნე მოიცავს ჰუნებისა და მონღოლების ლაშქრობებს რუსების ლაშქრობებამდე.
ჩემი ღირებულება არ შეიძლება მაღალი იყოს, სანამ მყარი ალმასი არა-მე ასე ფასობს, როგორც ეს იმ დროს იყო, როდესაც ყველაფრის ცენტრში ღმერთი და სამყარო იდგა. არა-მე ჯერ კიდევ მეტისმეტად მარცვლოვანი და გადაულახავია, რათა მისი აღმოფხვრა და გადაყლაპვა იყოს შესაძლებელი. მეტიც, ადამიანები საქმიანად ფუთფუთებენ ამ უძრავ სუბსტანციაზე, როგორც წვრილი პარაზიტები სხეულზე, რომლის წვენით ისინი იკვებებიან, მაგრამ მისი შთანთქმა მაინც არ შეუძლიათ. ეს - პარაზიტთა აქტივობა, მონღოლთა ფაციფუცია. ჩინელებთან ხომ ყველაფერი ძველებურად რჩება და არაფერი „არსებითი“ ან „სუბსტანციური“ ცვლილებას არ ექვემდებარება, და მით უფრო მეტად არიან ისინი დაკავებული დარჩენილით, „ძველით“, „წინაპრებით“.
ამგვარად, ჩვენს მონღოლურ საუკუნეში ყველა ცვლილება...
მაქს შტირნერი
მაქს შტირნერი (დაბ. იოჰან კასპარ შმიდტი, 25.10.1806 - 26.06.1856) - გერმანელი ფილოსოფოსი, რომელიც ნიჰილიზმის, ეგზისტენციალიზმის, პოსტმოდერნიზმისა და ანარქიზმის წინამორბედად მიიჩნევა.