მახასიათებლები
- სათაური: ილუზიის მომავალი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ზიგმუნდ ფროიდი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 38
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4096
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
I
დაჰყოფ რა საკმაოდ ხანგრძლივ დროს კონკრეტული ცივილიზაციის ფარგლებში და არც თუ მცირე ძალისხმევას მიმართავ მისი ისტორიისა და განვითარების გზათა კვლევაზე, რაღაც მომენტში შესაძლოა გძლიოს ცდუნებამ სხვა მიმართულებით მიაპყრო მზერა და დაუსვა საკუთარ თავს კითხვა: როგორია ამ ცივილიზაციის მომავალი ბედი და რა ცვლილებები ელის მას? მაგრამ მყისვე მიხვდები, რომ ასეთი კვლევა დასაწყისიდანვე გაუფასურებულია რამდენიმე მომენტით. უმეტესწილად იმით, რომ მხოლოდ მცირე როადენობის ადამიანი მოიძებნება, ვისაც შესწევს უნარი მთელი მასშტაბით მოიცვას ადამიანთა საქმიანობა. უმრავლესობისთვის აუცილებელია საკუთარი თავი ერთი ან რამდენიმე სფეროთი შემოფარგლოს. თუმცა, რაც უფრო ნაკლები იცის მკვლევარმა წარსულისა და აწმყოს შესახებ, მით უფრო ნაკლებდამაჯერებელი იქნება მისი შეხედულება მომავალთან მიმართებით; კიდევ იმ მიზეზით, რომ სახელდობრ ამ შეხედულებაში თამაშობენ ადამიანის სუბიექტური მოლოდინები მის მნიშვნელობასთან მიმართებით რთულად ჩამოსაყალიბებელ როლს; და სწორედ ისინია დამოკიდებული მისი საკუთარი გამოცდილების პირად მომენტებზე, მისი მეტად ან ნაკლებად ოპტიმისტურ მიდგომაზე ცხოვრებისადმი, მიდგომაზე, რომელიც მისი ტემპერამენტით, წარმატებით ან წარუმატებლობით არის ნაკარნახევი. საბოლოოდ, ის შესანიშნავი ფაქტიც დგინდება, რომ, როგორც წესი, ადამიანები დიდი გულუბრყვილობით განიცდიან საკუთარ აწმყოს და არ შესწევთ მისი შეფასების უნარი; ისინი მანამდე გარკვეული მანძილით უნდა დაშორდნენ ობიექტს - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აწმყო წარსულად უნდა იქცეს, თუ გსურს, რომ მისგან საწყისი წერტილი გამოიყვანო მომავლის განსაზღვრისათვის.
ამგვარად, ვინც აყვება ცდუნებას, საკუთარი შეხედულებები ჩამოაყალიბოს ჩვენი ცივილიზაციის სავარაუდო მომავლის შესახებ, მან ზემომოტანილი მსჯელობა უნდა გაითვალისწინოს, მასთან ერთად კი ის არასაიმედოობა, რომელიც მუდმივად ახლავს ნებისმიერ წინასწარმეტყველებას. აქედან მე იმ დასკვნას ვაკეთებ, რომ სწრაფად უნდა ავიღო ხელი მეტისმეტად დიდ ამოცანაზე და...
ზიგმუნდ ფროიდი
ზიგმუნდ ფროიდი (დაბ. სიგიზმუნდ შლომო ფროიდი; 06.05.1856-23.09.1939) - ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. უდიდესი გავლენა იქონია სხვადასხვა დარგებზე, რომელთა შორისაა ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება.