მახასიათებლები
- სათაური: იმედგაცრუებული ადამიანის საუბარი თავის სულთან
- ISBN კოდი:
- ავტორი: უცნობი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 4
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2383
- რეიტინგი: 3.3
სარჩევი
იმედგაცრუებული ადამიანის საუბარი თავის სულთან;
გადაფურცვლა
დიდი უბედურება დამატყდა დღეს თავს, რადგან ჩემი სული მეურჩება. ნუ მიდის სული ჩემი, ო, დარჩეს ჩემთან! განსაცდელის ჟამს ცდილობს დამტოვოს.
აი, მიმხედრდება სული ჩემი, რადგან წინ აღვუდექ მას და ვესწრაფვი სიკვდილს, ვიდრე იგი მომეახლება. მივილტვი ცეცხლისაკენ, რათა დავიფერფლო. მომიახლოვდეს სული ჩემი, იყოს ჩემს სიახლოვეს, მსგავსად დამტირებლისა.
ო, სულო ჩემო! უაზრობაა დაკავება ცხოვრებისაგან დამძიმებულისა. წამიყვანე სიკვდილთან, ვიდრე თავისი დროით მეწვევა იგი. დამიამე დასავლეთი[1]. გადაბრუნებულია ცხოვრება და ხეებიც კი ეცემიან. გადააბიჯე ცოდვას!
განმსაჯოს ტოტმა[2], ღმერთების დამაამებელმა, დამიცვას ხონსუმ[3], სიმართლის განმგემ; ისმენს ჩემს ხმობას რა[4], წმინდა ეტლის მატარებელი, თანამიდგება მე ისიდა[5] წმინდა დარბაზებში, რადგან განცდები ჩემი მამძიმებენ და ღმერთები განმიქარვებენ ფიქრებს ჩემსას.
აი, რა მიპასუხა ამაზე ჩემმა სულმა: არა ხარ შენ დიდებული; მაშ რად ისწრაფი სამხრეთისაკენ? რად ისწრაფავ სიცოცხლეს შენსას და წუხარ ისე, ვით მფლობელი დიდი განძისა?
მე ვუპასუხე: არ წავალ, ვიდრე სული ჩემი დარჩება დედამიწაზე. თუ დაჰყვება ჩემი სული ჩემს გონებას და იქნება თანაზიარი ჩემი ნებისა, იქნება ის ბედნიერი. ისიც მიაღწევს დასავლეთს სწორედ იმგვარად, ვითარცა სული პირამიდების ბინადარისა, ვისი დამარხვის დროსაც მოყვასნი მისნი ახლავან მას მოუცილებლად.
მოვიწყობ მე შესაფერის განსასვენებელს, რომ შურით აღივსოს შენდამი სული უქონელისა. მოვიწყობ მე თავშესაფარს და არ შეგცივედბა შენ. და შეშურდება შენი სხვა სულს, რომელსაც ცხელა, რადგან შევსვამ მე ნაკადის წყალს; შეშურდება შენი სხვა სულს, რომელიც მშიერია.
თუ შენ გადამაფიქრებინებ სიკვდილს, ვერასდროს მოიპოვებ შენ სიმშვიდეს ამის გამო დასავლეთში. მოიდრიკე, სულო ჩემო, ძმაო ჩემო და იყავ მოყვასი ჩემი, მსხვერპლის გამღები, მდგარი ჩემს აკლდამასთან ჩემი განსვენების დღეს და იყავ ჩემი სამარხის მომმზადებელი.
მომაპყრა სულმა ბაგენი თვისნი და მიპასუხა ჩემს ნათქვამზე: „აბა წარმოიდგინე დაკრძალვა; ეს უბედურებაა, ეს...