მახასიათებლები
- სათაური: In Homo
- ISBN კოდი: 9789941047046
- ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2012
- ენა: ქართული
- გვერდები: 53
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3715
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
“იქ, სადაც თაყვანისცემაა, არის შიში, მაგრამ თაყვანისცემა
არ არის ყველგან, სადაც შიშია, რადგან, სავარაუდოდ, შიში
უფრო ფართოდ ვრცელდება, ვიდრე თაყვანისცემა.”
სოკრატე
წინასიტყვაობა
ამ ორიოდე წლის წინ რამდენიმე ნახატი გავყიდე სარფიანად, თანხა ჩამივარდა ხელთ და ბინა შევიძინე თბილისის ძველ უბანში, რომელშიც დიდი ხანია სახელოსნოს გამართვა მეწადა. ბინის აღწერისას აღმოჩნდა, რომ მასში ერთი ცნობილი მწერალი ცხოვრობდა (ვინაობის გამხელისგან გარკვეულ მიზეზთა გამო თავს ვიკავებ), რომელსაც რამდენიმე წლის წინ გაეყიდა იგი. ის, რომ ცნობილი მწერალი ცხოვრობდა, უკვე საკმარისი იყო პირველი ხიბლისთვის. ბინის დასათვალიერებლად გავემართე. მოკრძალებით შევდგი ფეხი. წიგნის მტვრის სუნი ვიგრძენი. ორი კედელი თაროებით იყო დაფარული. მესამე კედელთან ძველებური საწერი მაგიდა იდგა მოჩუქურთმებული ფეხებით, რომელზეც გადაშლილი რვეული იდო. მაგიდის წინ სკამი იდგა, თაროების ერთ წყებასთან კი საწოლი, გამოჩოჩებული, თითქოს ვიღაცას მიწევა დაავიწყდაო. იქვე, ფარდის უკან, აივნის კარი აღმოჩნდა. აივანზე გავედი. საოცარი ხედი გადაიშალა, თითქმის მთელი ქალაქი მოჩანდა. აივნის გარშემო კედელი ერთ ადგილას ყვავილს ამოეხეთქა. მცირე ხანს აივანზე დავრჩი, ერთგვარად მონუსხული. ოთახში რომ დავბრუნდი, გადაწყვეტილება მიღებული მქონდა. ავჩქარდი, ბინაში გადასვლა და მუშაობის განახლება მსურდა ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ. ფორმალობები დავასრულე და ჩემი ავლა-დიდება გადავზიდე: მოლბერტი, საღებავები, ტილოები, ნახატები. გადასვლისთანავე გადავწყვიტე, რომ იქ არაფერს შევცვლიდი. ასე წარმომედგინა, რომ ახალი გარემო ახალი შთაგონების წინაპირობა უნდა გამხდარიყო. შევეცადე გამერკვია როგორი იყო ეს გარემო და წიგნების თვალიერებას შევუდექი. განცვიფრებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ბიბლიოთეკაში არც ერთი მხატვრული ნაწარმოები არ მოიძებნა, არც ერთი ხელნაწერი, არანაირი მინიშნება მწერლის ადგილსამყოფელზე. ბიბლიოთეკაში ხუთასამდე წიგნი იყო და ყველა სამედიცინო ხასიათის. იმედგაცრუებული...
დიმიტრი უჩანეიშვილი
დიმიტრი უჩანეიშვილი (დ. 04.06.1969) - რომანების, პიესების, მოთხრობების, ესეების ავტორი, მთარგმნელი; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე რომანი, პიესებისა და მოთხრობათა კრებულები.