იოანე დამასკელის კოსმოლოგური არგუმენტი;
იოანე დამასკელის კოსმოლოგური არგუმენტი
შუა საუკუნეების არაბ მოაზროვნეთაგან გამოირჩევა იოანე დამასკელი 675–753, რომელმაც არისტოტელეზე დაყრდნობით ქრისტიანული თეოლოგიის სისტემატიზაცია განახორციელა და აღმოსავლურ პატრისტიკაში დიდი თეოლოგის სახელი დაიმკვიდრა[1]. ის კარგად იცნობდა ანტიკურ ფილოსოფიას, და განსაკუთრებით იყენებდა და თეოლოგიის სამსახურში აყენებდა არისტოტელეს ნააზრევს და მის მიერ შემუშავებულ ლოგიკურ არგუმენტაციას.[2]. ანტიკური ფილოსოფიის ცოდნის შეძენაში მას დაეხმარა, მისი მასწავლებელი ბერი კოზმა მაიუმელი, რომელიც იმ დროისათის უაღრესად განათლებული პიროვნება იყო. ამიტომ, დამასკელმა მთელი მისი ცოდნა, რომელიც მან მასწავლებლისგან მიიღო, ქრისტიანული თეოლოგიის სისტემურ გადმოცემასა და აპოლოგიას მოახმარა.
იოანე დამასკელმა უამრავი შრომა დაწერა და ამით ქრისტიანული თეოლოგია ახალ სიმაღლეზე აიყვანა. მის შრომებს შორის გამოირჩევა სახელმძღვანელო, რომლის სახელწოდებაცაა „წყარო ცოდნისა“. ეს ნაშრომი შედგება სამი ნაწილისგან. პირველ ნასწილში დამასკელი აყალიბებს ფილოსოფიურ ტერმინებს, რომელსაც მოგვიანებით ქრისტიანული თეოლოგიის გადმოცემისას გამოიყენებს. მეორე ნაწილში კი ის , როგორც ქრისტიანი საუბრობს 100 ცნობილ ერესზე და გადმოსცემს ამ სწავლებების ჭეშმარიტებისგან დაცილებულობას. მესამე ნაწილში კი აჯამებს მ–8 საუკუნემდე არსებულ თეოლოგიურ ტრადიციას და სისტემურად და ძალიან დეტალიზირებულად გადმოსცემს მას. ჩვენ ამ შემთხვევაში მესამე ნაწილი გვაინტერესებს, რადგან მასშია გადმოცემული ღმერთის სასარგებლოდ შემუშავებული არგუმენტები. ამ ნაწილის სახელწოდებაა „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა“. ამ ნაშრომის მესამე თავში, დამასკელი გვთავაზომს სამ არგუმენტს თეიზმის სასარგებლოდ. პირველი არგუმენტის ფორმულირებისას, დამასკელი ყურადღებას ამახვილებს ღმერთის იდეაზე, რომელიც ყველა ადამიანის ცნობიერებაში არსებობს. რა შეიძლება იყოს ამ იდეის გამომწვევი მიზეზი? ეს შეილძება იყოს მხოლოდ ღმერთი, რადგან ღვთაების...