მახასიათებლები
- სათაური: იქ, სადაც დავიკარგეთ
- ISBN კოდი:
- ავტორი: მაცი ჯალაღონია
- გამომცემელი: ოქროს საწმისი
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 106
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1072
- რეიტინგი: 1.0
გადაფურცვლა
ვუძღვნი მამის და ჩემგან ნაადრევად
წასული ძვირფასი ადამიანების ხსოვნას
პროლოგი
იმ ასაკში არ ვარ, დაბეჩავებული დავჯდე საკუთარ კერიასთან, ხელში კალამი ავიღო, მემუარები ვწერო და განვლილი ცხოვრების ანალიზით გული ვიჯერო. ალბათ ამის დროც დადგება, მაგრამ რასაც აქ მოგიყვებით, ჩემს წარსულთან ისეა შერწყმული, საუკუნეც რომ გადავაგორო, მეხსიერებიდან არ წაიშლება.
... არ ვარ დიდი ხნის, მაგრამ ბევრი მინახავს და გამიგონია, ბევრ ვინმეს შევხვედრივარ ცხოვრების გზაზე; ზოგისთვის თავი მდაბლად დამიკრავს, ზოგთან კონფლიქტიც მქონია... ქალიც შემხვედრია და კაციც... ქალიც და კაციც, ერთ სხეულში... ძლიერიც მინახავს და სუსტიც, ქურდიც, მკვლელიც და კეთილშობილიც.
იმდენი გამოცდილება შევიძინე, შემიძლია ავი და კარგი ერთმანეთისგან გავარჩიო.
თავიდანვე გეტყვით, მე იმ დაკარგული თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, უბრალოდ გაწირა.
ამიტომაც თქვენის ნებართვით, მინდა იქ დავბრუნდე, ის დრო გავიხსენო, ის საშინელებანი, ჯოჯოხეთი რომ ჰქვია სახელად...
თქვა ლადო ლანდიამ და განაგრძო:
I
ბედის ირონია
იმ დღეს ბინაში მარტო არ დავბრუნებულვარ. ლამაზი, ეშხიანი ქალი მახლდა.
გზაში ვინმე ნაცნობი რომ შემხვედროდა, ნამდვილად გაუკვირდებოდა ჩემი მდგომარეობა, რადგან სახლში თითქმის არავინ მაკითხავდა. სტუმრის მიღების არც პირობები მქონდა, არც შესაძლებლობა.
ბინა მშობლებმა მიქირავეს. რამდენის საშუალებაც იყო იმ მძიმე დროში, ისეთ გარემოში მომიხდა ცხოვრება.
ქალს, რომელიც თან მახლდა, სრულიად შემთხვევით გადავეყარე მაშინ, როცა ბულვარში, სკამფიცრულზე, ფიქრმორეული ვიჯექი მოზღვავებული გრძნობების პატრონი და მწირი ბიუჯეტის მქონე სტუდენტი, რომელსაც იმდენი შესაძლებლობაც კი არ გააჩნდა, თავისი ელემენტარული სურვილები დაეკმაყოფილებინა.
საშუალო შეძლების მქონე ადამიანის...
მაცი ჯალაღონია
მაცი ჯალაღონია დაიბადა 1976 წლის 5 მარტს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ სარაქონში. პროფესიით ისტორიკოსი ამჟამად მუშაობს სსიპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორად. 1998 წელს გამოსცა პირველი პროზაული ნაწარმოები. ჰყავს მეუღლე, ქეთევან ნავდარაშვილი და შვილები მარიამ და მათე ჯალაღონიები.