მახასიათებლები
- სათაური: ისტორიათა და აზმათა მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა
- ISBN კოდი:
- ავტორი: უცნობი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1931
- რეიტინგი: 3.0
გადაფურცვლა
რომელმან წყლისა მოაბადნი რიტორთა მძლე ვყავ ყოველთა, ენა-უტყჳ მეტყუელ
ჰყავ ანგელოზთა მთავრისა მიერ, აწცა განმარტე ენა-ბრგუნილი
ისტორიათა და აზმათა მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა.
ვინათგან მოსე, მხილველი ღმრთისა და წინასწარ-მეცნი ყოფადთა, ეურჩა განმგზავნსა ისრაელთადმი. მათდა მომღები ენა-მძიმობისა, მიერულა ურულოსა, ვითარ ყოფადთა დამსახსა, ვითარ ესევითარისა შემკადრე ვიქმნა მე, ვერ-მეტყჳ თქმათა აღმატებულებისა. უკეთუ იგი, სიტყუათა ცეცხლისათა გარდანაცი, კუერთხისა გუელადობითა და ჴელის ფერთა ქცეულებითა მბრძოლთა ვერას ამცნობდა, ვითარ დავსცე სულამიტისა სახედ აღსაყჳრსა "ქებასა ქებათასა" რომელსა-იგი გალობს სიბრძნითამეიგავე სოლომონ, რომლისაგან შთამოთესლოვნებისა ვერ-საკმო არსა შემსხმელად ულუმპიანობათა მათ გარდაცემასა, - თამარისსა ვიტყჳ, - ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა დავით მის პირველისა, არსთა დამწყისაცა ჴელით-ქმნულებით მოქადულ-მყოფელისა ღმრთისა. რომელი სახუეველთაგან აღმსჭუალავს შორის სულსა, გულსა შინა, ერთმთავრობა-ერთუფლებასა ერთისა კაცისასა, ერთისა ღმრთისა და კაცისა სრულისა მიერ სრულ კაცად აღმოჩენით აღმოჩენილსა და აღმობრწყინვებულსა. ვინაცა ამან შეაყო თჳსისა სულისა წყარო ხედვათა პირველსა ამას წყაროსა ქრისტესა, ნათელსა მამისასა, რომელმან მოიგონნა ხუთნი საგრძნონი:ხედვა,სმენა, შეხება, გემოსხილვა და განრჩევა. და დაამორჩილნა კლდესა მას ქრისტესა ასფოდელოდ-ქმნითა გონებისათა, არა არს მექმნი ნებისა თჳსისა.
ესე შვილ იქმნა მშობელთა ძირ-რტოებათა, შესატყჳსთა და შეზავებულთა, ვითარ საცნაურ არს ხე ნაყოფისაგან და ნაყოფი ხისაგანი დავითიანთაგან და ხუასროიანთაგან და პანკრატონიანთა, რომელთა სახელი უფროს მზისა იცნობებოდა და ყოვლისა ქჳშისა. და მის მინადებისა, რომელმან ნებროთისა ჰასაკითა მოიგო ჰაოსის ძეთა სამთავრები, რომელთა შემსსმელად ჴამს ომიროს მერაბამე იგი. იდიდსიტყუა ალექსანდრესადმი პლუტარხოს ზემომაღლელი ისტორიათა მწერლობასა შინა ჴელმწიფეთა შემსხმელობისასა, ვითარ ჟამთა და ჟამთა ზეგარდმო ჩინებითა აღმონათდებიან ქუეყანის მფლობელნი,...