მახასიათებლები
- სათაური: იულიუს კეისარი
- ISBN კოდი:
- ავტორი: უილიამ შექსპირი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები: 58
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 5467
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
- მოქმედება პირველი
- მოქმედება მეორე
- მოქმედება მესამე
- მოქმედება მეოთხე
- მოქმედება მეხუთე
გადაფურცვლა
სარჩევი
მოქმედება პირველი
მოქმედება მეორე
მოქმედება მესამე
მოქმედება მეოთხე
მოქმედება მეხუთე
მოქმედნი პირნი:
იულიოს კეისარი
ოქტავიოს კეისარი, ტრიუმვირი კეისრის სიკვდილის შემდეგ
მარკოს ანტონიოს, „ . . .“
მარკოს ემილიოს ლეპიდოს, „ . . .“
ციცერო, პუბლიოს, პოპილიოს ლენა, სენატორნი
მარკოს ბრუტოს, შეთქმული იულიოს კეისრის წინააღმდეგ
კასიოს, „ . . .“
კასკა, „ . . .“
ტრებონიოს, „ . . .“
ლიგარიოს, „ . . .“
დეციოს ბრუტოს, „ . . .“
მეტელოს ციმბერ, „ . . .“
ცინი, „ . . .“
ფლავიოს და მარულოს, ტრიბუნები
არტემიდოროს, ცრუ-ბრძენი კნილოსიდან.
მკითხავი.
ცინა, პოეტი.
მეორე პოეტი
ლუცილიოს, ტიცინიოს, მესალა, ახალგაზრდა კატო, ვილუმნიოს - ბრუტოსისა და კასიოსის მეგობრები
ვარო, კლიტოს, კლავდიოს, სტრატო, ლუციოს, დარდანიოს - ბრუტოსის მსახურნი.
პინდაროს კასიოსის მსახური.
კალფურნია, კეისრის ცოლი.
პორცია, ბრუტოსის ცოლი.
სენატორნი, მოქალაქენი, დარაჯნი, მხლებელნი და სხვანი.
მოქმედება სწარმოებს უმთავრესად რომში, მხოლოდ შემდეგში სარდისის და ფილიპის ახლო.
მოქმედება პირველი
სურათი I
(შემოდიან ფლავიოს, მარულოს და რამდენიმე მოქალაქე)
ფლავიოს: შინ წადით ეხლავ, შინა-მეთქი, თქვე ზარმაცებო!
უქმეა განა, და არ იცით, რომ ხელოსან კაცს
ნიშანი თავის ხელობისა საქმის დღეს უნდა
მუდამ თან ჰქონდეს? აბა, შენ რა ხელოსანი ხარ?
პირველი მოქალაქე: მე დურგალი ვარ.
მარულოს: სად არის მაშ ან სახაზავი,
ან შენი ტყავის წინსაფარი? რისთვის მორთულხარ
ეგრე მდიდრულად? - შენ ვინღა ხარ, რა ხელობისა?
მეორე მოქალაქე: მე, ბატონო, კაი ხელოსნების მაჩანჩალა გახლავარ.
მარულოს: სწორედ მითხარ, რასაცა გკითხავ, რა ხელობა გიჭირავს-მეთქი.
მეორე მოქალაქე: ისეთი ხელობა მიჭირავს, რომ ლუკმა პურს არავისგან დავიყვედრიებ. მე...
უილიამ შექსპირი
უილიამ შექსპირი (26.04.1564 (ნათლობა)-23.04.1616) - ინგლისელი პოეტი, დრამატურგი და მსახიობი. მიჩნეულია ყველაზე გავლენიან ინგლისურენოვან მწერლად და მსოფლიოს უდიდეს დრამატურგად, რომლის პიესები დღემდე უფრო ხშირად იდგმება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ავტორისა.