მახასიათებლები
- სათაური: ივან დენისოვიჩის ერთი დღე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ალექსანდრე სოლჟენიცინი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 98
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2948
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ივან დენისოვიჩის ერთი დღე;
გადაფურცვლა
დილის ხუთ საათზე, როგორც ყოველთვის, ადგომის ზარი დარეკეს - შტაბის ბარაკთან ჩამოკიდებულ რელსს ჩაქუჩი შემოჰკრეს. ზარის ხმამ ძლივს გამოატანა ორი თითის სისქეზე ყინულმოდებულ მინებში და მალევე მიჩუმდა. ციოდა და ზედამხედველს ბევრი რეკვის თავი არ ჰქონდა.
მიწყდა ზარის ხმა, სარკმელს იქით კი ისევე ბნელოდა. როგორც ღამღამობით, როცა შუხოვი პარაშას მიაკითხავდა ხოლმე. მხოლოდ სამი ყვითელი ფანარი გამოკრთებოდა სარკმელში - ორი ზონაში და ერთიც ბანაკის შიგნით ანთებული.
რატომღაც არავინ ჩანდა ბარაკის კარის გამღები, არც იმის ხმა ისმოდა, რომ მორიგეები შემოსულიყვნენ პარაშის გასატანად.
შუხოვი არასოდეს აგვიანებდა ადგომას, დილის ზარს უმალ აჰყვებოდა ხოლმე. სამუშაოზე გაყვანამდე საათნახევარი მაინც რჩებოდა საკუთარი, მოსაცლელი დრო, ხოლო ვინც ბანაკის ცხოვრებას იცნობს, ისიც კარგად იცის, რომ ამ დროის განმავლობაში ყოველთვის შეიძლება ცოტა რამის შოვნა: შეიძლება ვინმეს ძველი სარჩულიდან სახელთათმნე შალითა შეუკერო, რომელიმე მდიდარ პატიმარს მშრალი თექურები საწოლშივე მიაწოდო, რათა ფეხშიშველა აღარ მოუხდეს ტანტალი და ფეხსამოსის გროვიდან სათავისოს შერჩევა; ისიც შეიძლება, საწყობებს ჩამოუარო, ვისაც რა დასჭირდება - მოემსახურო, ოთახი გამოუგავო ან რამე მიურბენინო; ან კიდევ სასადილოში შეხვდე, მაგიდებზე დარჩენილი ჯამები მოაგროვო და ჭურჭლის სარეცხში შეუტანო. ორ-სამ ლუკმას არც იქ დაიშურებენ. ოღონდ სასადილოში ბევრი მეტოქე გამოგიჩნდება და გასაქანს არ მოგცემენ. უმთავრესი კი მაინც ისაა, რომ, თუ ჯამში რამეს წააწყდი ჩარჩენილს, გული ვერ გაგიძლებს, ჯამების ლოკვას მიჰყოფ ხელს. ხოლო შუხოვს კარგად ახსოვს თავისი პირველი ბრიგადირის კუზიომინის სიტყვები. ბანაკის ბებერი მგელი იყო კუზიომინი, ცხრაას ორმოცდასამში პატიმრობის თორმეტი წელი შესრულებოდა უკვე. და ერთხელ, მოტიტვლებულ ნაკაფში ცეცხლის პირას რომ ისხდნენ, თავის ცვლას - ფრონტიდან ახალჩამოყვანილებს ასე დაარიგა ჭკუა:
- აქ, ბიჭებო, ტაიგის კანონებია. მაგრამ ხალხი აქაც ახერხებს ცხოვრებას. ბანაკში ის იღუპება, ვინც ჯამების ლოკვას იწყებს,...
ალექსანდრე სოლჟენიცინი
ალექსანდრე სოლჟენიცინი (11.12.1918-03.08.2008) - რუსი მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, პოეტი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. საბჭოთა სისტემისა და კომუნიზმის კრიტიკოსი. არის ლიტერატურის დარგში 1970 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი.