მახასიათებლები
- სათაური: ივან ილიჩის სიკვდილი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლევ ტოლსტოი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები: 47
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 7014
- რეიტინგი: 4.2
სარჩევი
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
გადაფურცვლა
I
მელვინსკების საქმეთა შესახებ სხდომის შესვენებისას სასამართლო უწყებათა დიდ შენობაში წევრები და პროკურორი ივან ეგოროვიჩ შებეკის კაბინეტში შეიკრიბნენ და საუბარი გამართეს კრასოვსკის ცნობილი საქმის შესახებ. ფიოდორ ვასილევიჩი, ასაბუთებდა რა იურისდიქციის ნაკლებობას, გაცხარდა, ივან ეგოროვიჩი თავისაზე იდგა, პიოტრ ივანოვიჩი კი, რომელმაც კამათში მონაწილეობა არ მიიღო, მისთვის იჯდა და „უწყებებს“ ეცნობოდა.
ბატონებო! - თქვა მან. - ივან ილიჩი გარდაცვლილა.
რას ბრძანებთ?
აი, წაიკითხეთ. - უთხრა მან ფიოდორ ვასილევიჩს და ახალი, ჯერ კიდევ საღებავის სუნით გაჟღენთილი გაზეთი მიაწოდა.
შავ ჩარჩოში განცხადება იყო ჩასმული: „პრასკოვია ფიოდოროვნა გოლოვინა ღრმა მწუხარებით იუწყება მისი ძვირფასი მეუღლის, სასამართლო პალატის წევრის, ივან ილიჩ გოლოვინის გარდაცვალებას, რასაც ადგილი ჰქონდა 1882 წლის 4 თებერვალს. დაკრძალვა შედგება პარასკევს, დღის 1 საათზე“.
ივან ილიჩი აქ შეკრებილი ბატონების ამხანაგი გახლდათ და იგი ყველას უყვარდა. რამდენიმე კვირაა იავადმყოფა; ამბობდნენ, რომ მისი სენი უკურნებელი იყო. ადგილს ჯერ კიდევ ინარჩუნებდა, მაგრამ არსებობდა აზრი, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში მის ადგილს ალექსეევი დაიკავებდა, ხოლო ალექსეევის ადგილს - ან ვინნიკოვი ან შტაბელი. ამგვარად, შეიტყეს თუ არა ივან ილიჩის სიკვდილი, პირველივე აზრი, რომელმაც დამსწრეებს გაურბინა, ეხებოდა ამ სიკვდილის გავლენას თავად წევრებისა და მათი ნაცნობების გადაადგილებებსა და დაწინაურებებზე.
„ახლა ალბათ შტაბელის ან ვინნიკოვის ადგილს მივიღებ, - გაიფიქრა ფიოდორ ვასილევიჩმა. - კარგა ხანია მპირდებიან, თანაც ეს დაწინაურება კანცელარიის ხელფასის გარდა რვაას მანეთს ნიშნავს დამატებით.“
„კალუგიდან ცოლისძმის გადმოყვანა უნდა ვითხოვო, - გაიფიქრა პიოტრ ივანოვიჩმა. - ცოლს ძალიან გაუხარდება. ახლა ვეღარ მეტყვის, რომ მისი ნათესავებისთვის არაფერს ვაკეთებ“.
ასეც ვფიქრობდი, რომ ვეღარ ადგებოდა. - თქვა ხმამაღლა პიოტრ ივანოვიჩმა.
იცის ვინმემ, რით იყო ავად?
ექიმებმა...
ლევ ტოლსტოი
ლევ ტოლსტოი (09.09.1928-20.11.1910) - დიდი რუსი მწერალი, განმანათლებელი, მოაზროვნე, პუბლიცისტი, იმპერატორის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ითვლება მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს პროზაიკოსად.