მახასიათებლები
- სათაური: ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ერიხ მარია რემარკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 220
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2554
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
X
XI
XII
XIII
XIV
XV
XVI
XVII
XVIII
XIX
XX
XXI
XXII
XXIII
XXIV
XXV
XXVI
XXVII
განმარტებები
გადაფურცვლა
ერიხ მარია რემარკი - ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა
Erich Maria Remarque - Zeit zu leben und Zeit zu sterben
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის კარლო და გიორგი ჯორჯანელებს.
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
X
XI
XII
XIII
XIV
XV
XVI
XVII
XVIII
XIX
XX
XXI
XXII
XXIII
XXIV
XXV
XXVI
XXVII
განმარტებები
I
სიკვდილს რუსეთში სხვა სუნი უდიოდა, ვიდრე აფრიკაში. აფრიკაშიც, ინგლისელთა გააფთრებული ცეცხლის ქვეშ, ხშირად ეყარა დაუმარხავი გვამები მოწინააღმდეგეთა წინა ხაზებს შორის; მაგრამ მზე სწრაფად მოქმედებდა. ღამით ქარს მოჰქონდა მოტკბო, სულშემხუთავი და მძიმე სუნი, - მკვდრები გაზებისგან იბერებოდნენ და მოჩვენებებივით ზევით იწევდნენ უცხო ვარსკვლავთა შუქზე, თითქოს კვლავ განაგრძობდნენ ბრძოლას, უჩუმრად, უიმედოდ და განმარტოებით მაგრამ უკვე მომდევნო დილას იკრუნჩხებოდნენ, მიწას ეკვროდნენ ქანცმილეულნი, თითქოს შიგ ჩაძრომას ლამობდნენ - და შემდეგ, როდესაც მათ აკრეფას ახერხებდნენ, ზოგი უკვე სავსებით მსუბუქი და გამოფიტული იყო, ხოლო იმათგან, ვისაც რამდენიმე კვირის შემდგომ პოულობდნენ, თითქმის მხოლოდ ჩონჩხიღა იყო დარჩენილი და მათი ძვლები ახლა უკვე ერთობ ფართო მუნდირებში თავისუფლად ყანყალებდნენ. ეს მშრალი სიკვდილი იყო, ქვიშაში, მზესა და ქარში. რუსეთში კი წებოვანი და მყრალი...