მახასიათებლები
- სათაური: ჟიული, ანუ ახალი ელოიზა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჟან-ჟაკ რუსო
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 566
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2277
- რეიტინგი: 3.0
სარჩევი
წინასიტყვაობა;
პირველი ნაწილი;
მეორე ნაწილი;
მესამე ნაწილი;
მეოთხე ნაწილი;
მეხუთე ნაწილი;
მეექვსე ნაწილი;
მილორდ ედუარდ ბომსტონის სამიჯნურო ამბავი;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
წინასიტყვაობა
პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი
მესამე ნაწილი
მეოთხე ნაწილი
მეხუთე ნაწილი
მეექვსე ნაწილი
მილორდ ედუარდ ბომსტონის სამიჯნურო ამბავი
შენიშვნები
ალპის მთისძირა პატარა ქალაქში მოსახლე ორი მიჯნურის წერილები
შეკრიბა და გამოსცა ჟ. ჟ. რუსომ
Non la conobbe il mondo, mentre l’ebbe: Conobill’io ch’a pianger qui rimasi.
Petrarca
წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა
დიდ-დიდ ქალაქთათვის უპრიანია გართობა-სანახაობანი, ხოლო უზნეო ხალხთათვის – რომანები. მე ვუკვირდებოდი ჩემი დროის ზნე-ჩვეულებათ, და ეს წერილები გამოვაქვეყნე. ნეტამც ვცხოვრობდე იმ საუკუნეში, როცა მათი ცეცხლში დაწვა შემეძლებოდა.
მე გამომცემლის როლსა ვკისრულობ, ოღონდ როდი ვფარავ, ამ წიგნში ჩემი გარჯა- შრომის წილიცა დევს. ანდა, ეგებ, ყველაფერი თავად მე შევთხზე კიდევაც, და ეს მიმოწერაც მარტოოდენ წარმოსახვის ნაყოფი იყოს? რა გესაქმებათ ამ ამბავთან, დარბაისელო ადამიანებო! თქვენთვის ხომ ყოველივე ეს მართლაცდამართლაც მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია.
ყოველმა წესიერმა ადამიანიშვილმა პასუხი უნდა აგოს თავის მიერ გამოცემულ წიგნთათვის. აი, მეც ვაწერ ჩემს სახელსა და გვარს წერილთა ამ კრებულის თავფურცელს, მაგრამ როგორც შემდგენელი კი არა, არამედ ნიშნად იმისა, რომ მზადა ვარ პასუხი ვაგო მათ გამო. უკეთუ აქ აღმოჩნდება რაიმე ცუდი და უხამსური – დაე დამგმონ და გამკიცხონ; და თუკი ყველაფერი რიგზეა, მაშინ ამ პატივსა და ღირსებას როდი დავიჩემებ. თუ წიგნი უხეიროა, მით უმეტეს, ვალდებული ვარ ჩემად ვაღიარო იგი: არა მსურს უფრო კარგი რამა თქვან ჩემზე, ვიდრე დამიმსახურებია.
რაც შეეხება იმას, ნამდვილია თუ არა ეს ამბები, ვადასტურებ, რომ მრავალგზის ვყოფილვარ იმ ორი მიჯნურის სამშობლოში და სრულიად არაფერი გამიგია, ვინ იყვნენ თუნდ ბარონი დ’ეტანჟი, თუნდ მისი ქალიშვილი, თუნდ ბატონი დ’ორბი, თუნდ მილორდი ედუარდ ბომსტონი, თუნდ ბატონი დე ვოლმარი. თანაც აღვნიშნავ, იმ კუთხის აღწერისას...
ჟან-ჟაკ რუსო
ჟან-ჟაკ რუსო (28.06.1712-02.07.1778) - ფრანგულენოვანი ფილოსოფოსი, განმანათლებელი, მწერალი და კომპოზიტორი ჟენევადან, ვისმა პოლიტიკურმა ფილოსოფიამ დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ განმანათლებლობასა და თანამედროვე პოლიტიკური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე.