მახასიათებლები
- სათაური: კანტი და ფიხტე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრიდრიხ შელინგი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 12
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2033
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ტრანსცენდენტალური იდეალიზმის სისტემა;
განმარტებები;
გადაფურცვლა
ფრიდრიხ შელინგი - კანტი, ფიხტე
Friedrich Schelling - Kant, Fichte
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვ. ფეიქრიშვილს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ტრანსცენდენტალური იდეალიზმის სისტემა
განმარტებები
ტრანსცენდენტალური იდეალიზმის სისტემა
ამ მდგომარეობაში იყო, ამგვარად, ფილოსოფია, როდესაც მოულოდნელად იმანუელ კანტი მოგვევლინა მის ინსტავრატორად და მას მეცნიერული სერიოზულობა და, ამასთანავე, დაკარგული ღირსება დაუბრუნა.
სანამ თვით კანტზე გადავიდოდე, მე მინდა წინასწარ ერთი ზოგადი შენიშვნა გამოვთქვა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანურ მოქმედებას უნდა მივუყენოთ - სახელდობრ, რომ ამ მოქმედებათა საკუთრივი მნიშვნელოვნება (Wichtigkeit), ანუ მათი ჭეშმარიტი შედეგი უმეტეს შემთხვევაში ს ხ ვ ა ა ხოლმე, ვიდრე ის, რაც განზრახული იყო, ან ის, რაც მათთან საშუალების მიმართებაში იმყოფება. კანტის მიერ მიღწეული შედეგი ნამდვილად განსაკუთრებული იყო. ვერაფერი სასიხარულოა, რომ კანტის გამოჩენიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ, როცა, ყოველ შემთხვევაში, სხვა წერტილზე მაინც ვიმყოფებით, რომელსაც ვერასოდეს მივაღწევდით მის გარეშე, კანტის დამსახურებას უგულებელყოფენ ისინი, ვისაც არავითარი წვლილი არ მიუძღვის იმაში, რომ კანტს გავცდით. სწორედ იგივე უნდა ითქვას ფიხტეზე. დღესდღეობით ძნელი არაა ორივეს შესახებ უარყოფითი მსჯავრი გამოვიტანოთ; სამაგიეროდ ძნელი იყო ფილოსოფიის იმ წერტილამდე აყვანა, რომელზეც იგი კანტმა...