მახასიათებლები
- სათაური: ყარსის ხელშეკრულება
- ISBN კოდი:
- ავტორი: სახელმწიფოთაშორისი კომისია
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 24
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1404
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ყარსის ხელშეკრულება
Treaty of Kars
Карсский Договор
გადაფურცვლა
სარჩევი
ყარსის ხელშეკრულება
Treaty of Kars
Карсский Договор
ყარსის ხელშეკრულება
სომხეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის, აზერბაიჯანის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობებმა, ერთის მხრივ, და თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობამ, მეორეს მხრივ, გაიზიარეს რა ერთა ძმობისა და თვითგამორკვევის უფლების პრინციპები, და არიან რა აძღრულნი სურვილით, დაამყარონ მათ შორის გულითადი ურთიერთობები და გულწრფელი მეგობრობა, დაფუძნებული მხარეთა საერთო ინტერესებზე, გადაწყვიტეს შეუდგნენ მოლაპარაკებებს რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მონაწილეობით, რაც მიზნად ისახავს ხელშეკრულების დადებას მეგობრობის შესახებ, და თავის უფლებამოსილ პირებად დანიშნეს:
სომხეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ: აქსანაზ მრავიანი, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი; პოღოს მაკინზიანი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი;
აზერბაიჯანის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ: ბეჰბუდ შაჰტაჰტინსკი, სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარი;
საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ: შალვა ელიავა, სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი; ალექსანდრე სვანიძე, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი და ფინანსთა სახალხო კომისარი;
თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობამ: ქიაზიმ ქარა ბექირ ფაშა, დიდი ეროვნული კრების დეპუტატი ადრიანოპოლიდან და აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი; ველი ბეი, დიდი ეროვნული კრების დეპუტატი ბურდურიდან; მუჰტარ ბეი, საჯარო საქმეთა სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; მემდუჰ შევქეთ ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში.
რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ: იაკობ განეცკი, სრულუფლებიანი წარმომადგენელი ლატვიაში,
რომლებიც, უფლებამოსილებათა გაცვლის შემდეგ, რაც სათანადოდ...