მახასიათებლები
- სათაური: კაზინო როიალი
- ISBN კოდი:
- ავტორი: იან ფლემინგი
- გამომცემელი: მიხეილ მოსულიშვილი
- გამოცემის თარიღი: 2006
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2566
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
პირველი თავი
საიდუმლო აგენტი
ღამის სამი საათისთვის კაზინოში სიგარეტის კვამლისა და ოფლის სუნი გაუსაძლისი ხდება.
აზარტული თამაშების მიერ გამოწვეული სულიერი მდგომარეობა - სიხარბის, შიშისა და ნერვული დაძაბულობის ერთობლიობა - აუტანელია, თითქოს ყველა შეგრძნებას ერთად აღვიძებს და აჯანყებას იწყებს.
ჯეიმს ბონდი უეცრად მიხვდა, რომ დაიღალა. ყოველთვის გრძნობდა, რამდენი შეეძლო მის სხეულსა თუ გონებას, და ჩვეულებვრივ, ამაზე დაყრდნობით იქცეოდა. ეს თვისება ეხმარებოდა გადაღლილობისა და სისულელით გამოწვეული შეცდომების თავიდან აცილებაში.
ჯეიმს ბონდმა “რულეტის” თამაში შეწყვიტა, შეუმჩნევლად მოშორდა მაგიდას და ცოტა ხნით იმ მოაჯირთან შეჩერდა, რომლის იქითაც დარბაზში ყველაზე დიდი - მკერდამდე სიმაღლის ბანქოს მაგიდა იდგა.
შიფრე თამაშს განაგრძობდა და, სავარაუდოდ, ისევ იგებდა, რადგან მის წინ ათასიანი ჩიპების რამდენიმე გორა იდგა. მისი მსხვილი მარცხენა ხელის ჩრდილში კი შეუმჩნევლად ეწყო დიდი ყვითელი ჩიპები, თითოეული დაახლოებით ნახევარ მილიონ ფრანკს შეესაბამებოდა.
ბონდი ერთხანს უყურებდა შიფრეს საინტერესო, შთამბეჭდავ პროფილს. შემდეგ მხრები აიჩეჩა, აზრები მოიკრიფა და გზა განაგრძო.
სალაროებს და დარბაზს ერთმანეთისგან ნიკაპის სიმაღლის ბარიერები ჰყოფდა. ბარიერებს იქით კი, მბრუნავ სკამებზე მსხდომი მოლარეები ჩიპებისა და ბანკნოტების გორებში იყვნენ ჩაფლულნი და ბანკის რიგით კლერკებს მოგაგონებდნენ.
ბარიერის მეორე მხარეს მოლარეები ერთ ხაზზე არიან ჩამწკრივებულნი და პირდაპირ თქვენს საზარდულს უყურებენ. მათ თავის დასაცავად ხელკეტი და იარაღი აქვთ, ასე რომ, ბარიერზე გადახტომა, ბანკნოტების წართმევა, მერე უკან გადმოხტომა და კაზინოს კარებიდან ან სხვა რომელიმე გასასვლელებიდან გაქცევა, - შეუძლებელია. თანაც მოლარეები, ჩვეულებრივ, წყვილებად მუშაობენ.
ბონდი ამ სირთულეებზე ჩაფიქრდა, თან მოლარეს ჯერ ასი ათასის ოდენობის ბანკნოტები გამოართვა, შემდეგ...
იან ფლემინგი
იან ლანკასტერ ფლემინგი (28 მაისი, 1908, ლონდონი – 12 აგვიტსო, 1964, კენტერბერი) - ინგლისელი ავტორი, ჟურნალისტი და სამხედრო-საზღვაო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ცნობილია თავისი რომანების სერიით აგენტ 007-ზე, ანუ ჯეიმს ბონდზე. ყველა ეს რომანი მხატვრულ ფილმებად არის გადაღებული.