მახასიათებლები
- სათაური: ხაფანგი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ემილ ზოლა
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 246
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1409
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
თავი პირველი;
თავი მეორე;
თავი მესამე;
თავი მეოთხე;
თავი მეხუთე;
თავი მეექვსე;
თავი მეშვიდე;
თავი მერვე;
თავი მეცხრე;
თავი მეათე;
თავი მეთერთმეტე;
თავი მეთორმეტე;
თავი მეცამეტე;
გადაფურცვლა
ემილ ზოლა - ხაფანგი
Emile Zola - L'Assommoir
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის თამარ ციციშვილს
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
თავი პირველი
თავი მეორე
თავი მესამე
თავი მეოთხე
თავი მეხუთე
თავი მეექვსე
თავი მეშვიდე
თავი მერვე
თავი მეცხრე
თავი მეათე
თავი მეთერთმეტე
თავი მეთორმეტე
თავი მეცამეტე
თავი პირველი
ჟერვეზა ღამის ორ საათამდე ელოდებოდა ლანტიეს, მერე მთლად ათრთოლებული იმის გამო, რომ ფანჯარასთან სიცივეში პერანგის ამარა იდგა, გარდიგარდმო დაემხო საწოლზე და ციებიანივით აცახცახებულმა, ცრემლშეუმშრალმა ცოტა ხნით ჩაიძინა. რვა დღე იყო მას აქეთ, რაც ლანტიე, გამოვიდოდნენ თუ არა რესტორან „ორთავიანი ხბოდან“, სადაც ერთად სადილობდნენ, მას ბავშვებთან ერთად დასაძინებლად ისტუმრებდა, ხოლო თვითონ გვიან ღამით ბრუნდებოდა შინ. სამუშაოს ვეძებდიო, ამბობდა. აი, ამ საღამოსაც, ლოდინით გაბეზრებულმა ჟერვეზამ თითქოს დაინახა, რომ ლანტიე საცეკვაო საღამოზე დროს გასატარებლად შევიდა რესტორან „გრანბალკონში“, რომლის ათივე ფანჯრიდან ალისფერი შუქი ეფრქვეოდა ბულვარების ჩაბნელებულ მწკრივს. ჟერვეზამ თითქოს ისიც შენიშნა, რომ ლანტიეს უკან მისდევდა პატარა ადელი, გამპრიალებელი ქალი, რომელიც იმავე რესტორანში სადილობდა, სადაც ესენი. ადელი ხუთი თუ ექვსი ნაბიჯის სიშორეზე მისდევდა ლანტიეს ხელების ქნევით. ეტყობოდა, ის-ის იყო...