ლექციების ციკლი საერთო სახელწოდებით: „ხელდასხმულთა ცნობიერება“ რუდოლფ შტაინერმა წაიკითხა ანთროპოსოფიული საზოგადოების წევრებისთვის ინგლისში. ციკლი მთლიანად დაყოფილი იყო სამ ნაწილად; წინამდებარე კურსში: „სულიერი კვლევის ჭეშმარიტი და ყალბი გზები“, რუდოლფ შტაინერი ეხება სულიერი კვლევის ზოგად დანიშნულებას, ნამდვილი სულიერი კვლევის ჭეშმარიტ გზებს, ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობას, ზეციურის გამოცხადებას მიწიერში და სხვა უმნიშვნელოვანეს თემებს.
რუდოლფ შტაინერი (გერმ. Rudolf Steiner; დ. 25 თებერვალი ან 27 თებერვალი, 1861, - 30 მარტი, 1925) - ავსტრიელი ფილოსოფოსი, პედაგოგი, სოციალური რეფორმატორი, არქიტექტორი, ეზოტერიკოსი. ანთროპოსოფიული სულისმეცნიერების ფუძემდებელი.