მახასიათებლები
- სათაური: ხელოვნების ფილოსოფია
- ISBN კოდი:
- ავტორი: იპოლიტ ტენი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 31
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2946
- რეიტინგი: 3.6
სარჩევი
გადაფურცვლა
იპოლიტ ტენი - ხელოვნების ფილოსოფია
Hippolyte Taine - Philosophie de l'art
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ივანე მაჭავარიანს.
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ხელოვნების ფილოსოფია
ხელოვნების ისტორიის უმთავრეს ეპოქებს რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ, ხელოვნება ჩნდება და შემდეგ ქრება აზროვნების ზნე-ჩვეულებათა იმ განსაზღვრულ მიდრეკილებებთან ერთად, რომელთანაც თვითონ ეს ხელოვნება იყო დაკავშირებული. მაგალითად, ბერძნული ტრაგედია (ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე) ჩნდება მაშინ, როდესაც ბერძნები იმარჯვებენ სპარსელებზე, პატარ-პატარა რესპუბლიკური ქალაქების გმირულ ხანაში, იმ დიდი ბრძოლის დროს, როდესაც საბრძნეთი მთელ თავის ძალ-ღონეს იკრებს, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს მთელი განათლებული ქვეყნიერება. შემდეგ, ამ დამოუკიდებლობისა და ენერგიის გაქრობასთან ერთად, როდესაც დაკნინდა ბერძენთა ხასიათი და მაკედონელების მიერ დამარცხებული საბერძნეთი უცხოელების კუთვნილებად გადაიქცა, ჩვენ ვხედავთ ტრაგედიის გაქრობასაც. ასევე, გოტიკური არქიტექტურა ვითარდება ფეოდალური წესწყობილების საბოლოოდ დამყარების დროს ნახევრად აღორძინების ეპოქაში, მეთერთმეტე საუკუნეში, როდესაც ნორმანელებისა და ყაჩაღებისგან განთავისუფლებული საზოგადოება იწყებს განვითარების გზით სვლას, და ქრება იმ დროს, როდესაც წვრილი, დამოუკიდებელი, მეომარი ბარონების ბატონობა და მისგან გამომდინარე ზნე-ჩვეულებანი იშლება, მეთხუთმეტე საუკუნის დამლევს,...