მახასიათებლები
- სათაური: კილიმანჯაროს თოვლიანი მთა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ერნესთ ჰემინგუეი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 23
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3421
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
კილიმანჯაროს თოვლიანი მთა;
ავტორის სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
კილიმანჯაროს თოვლიანი მთა
ავტორის სხვა წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ერნესთ ჰემინგუეი - კილიმანჯაროს თოვლიანი მთა.
კილიმანჯაროს თოვლიანი მთა
კილიმანჯარო მარადთოვლიანი მთაა, 19710 ფუტის სიმაღლისა, და აფრიკაში ამ სიმაღლე მთა მეორე არ არისო, ამბობენ. მის დასავლეთ მწვერვალს «ნგაი ნგაის,» ანუ ღვთის სახლს უწოდებენ. ზედ მწვერვალთან ლეოპარდის გაყინული და გამოფიტული გვამი გდია. კაცმა არ იცის, რამ აიყვანა იმ სიმაღლეზე.
- საოცარია, სულ აღარ მტკივა, - თქვა მან, - ასე იწყება ხოლმე, ეს არის პირველი ნიშანი.
- მართლა არ გტკივა?
- სავსებით. ოღონდ ამ სუნს რა ეშველება. მომიტევე, ალბათ გულს გირევს.
- კარგი ერთი, თუ ღმერთი გწამს.
- აბა, შეხედე, - თქვა კაცმა, - ნეტა ვიცოდე, ასე რა იზიდავთ - სუნი, თუ სანახაობა.
მიმოზის გადმობურულ ჩრდილში იწვა კაცი, და როცა მზისგან ალმურმოკიდებულ მინდორს გახედა, სამი უშველებელი ფრინველი შენიშნა - ფეხები უტიფრად გაეჩაჩხათ და ჩაცუცქულიყვნენ, ცაში კი ერთი დუჟინი ასეთივე ფრინველი დასრიალებდა, მათი ჩრდილები მიწაზე ელვის სისწრაფით დაქროდა.
- რაც საბარგო მანქანა გაგვიტყდა, სულ აქ ირევიან, - განაგრძო კაცმა, - დღეს პირველად დაეშვნენ მიწაზე, წინათ ძალიან გულმოდგინედ ვაკვირდებოდი, იქნებ როდესმე მოთხრობაში გამოვიყენო-მეთქი. ახლა უკვე სასაცილოდ მეჩვენება.
- ნეტა არ აიხირებდე! - უთხრა ქალმა.
- ჩემთვის ვლაპარაკობ, გულს ვიოხებ, - უთხრა კაცმა, - ოღონდ ეს არის, რომ შენს შეწუხებას ვერიდები.
- შენც...