მახასიათებლები
- სათაური: კირკეგორი - რელიგიური ფილოსოფოსი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლევ შესტოვი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 26
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3023
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
კირკეგორი - რელიგიური ფილოსოფოსი
შენიშვნები
ავტორის სხვა წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ლევ შესტოვი - კირკეგორი - რელიგიური ფილოსოფოსი.
კირკეგორი - რელიგიური ფილოსოფოსი[1]
უკანასკნელ დრომდე კირკეგორი თითქმის სრულიად უცნობი იყო საფრანგეთში: თვით ფილოსოფიურ და ლიტერატურულ წრეებშიც კი არაფერი იცოდნენ მის შესახებ. დღესდღეობით კირკეგორისადმი ინტერესი საფრანგეთშიც საგრძნობლად გაიზარდა: მისი მრავალი წიგნი უკვე ნათარგმნია ფრანგულად, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ ჟურნალებში მის შესახებ არაერთი სტატია გამოჩნდა, მისი იდეები საფრანგეთის განათლებული ნაწილის სულ უფრო მეტ ყურადღებას იზიდავენ. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში ჯერ კიდევ მრავლად მოიძებნება ადამიანი, ვისაც მისი სახელი გაგებულიც არ ექნება. იმავდროულად, სხვა ქვეყნებში კირკეგორის გავლენა ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო აზროვნებაზე საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით გერმანიაში, სადაც კირკეგორი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასასრულს „აღმოაჩინეს“. ცნობილი თეოლოგის კარლ ბარტის მოძღვრება მთლიანად კირკეგორის ნააზრევიდან გამომდინარეობს. მნიშვნელოვანწილად იგივე შეიძლება ითქვას გერმანიის თანამედროვე გამორჩეული ფილოსოფოსების - იასპერსისა და ჰაიდეგერის შესახებ: პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მათი ნააზრევი კირკეგორის იდეათა ორბიტაში ხვდება. გერმანიაში მოზღვავდა ლიტერატურა კირკეგორის შესახებ: მას ისევე სწავლობენ, როგორც კლასიკოსებს. აქვე ვიტყვი: კირკეგორი ერთ-ერთი ყველაზე რთული...
ლევ შესტოვი
ლევ შესტოვი (იეჰუდა ლეიბ შვარცმან) (31.01.1866-19.11.1938) - რუსი ფილოსოფოსი-ეგზისტენციალისტი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. დიდი გავლენა იქონია და პატივით სარგებლობდა კამიუს, ბერდიაევის, ისაია ბერლინის, ცეიტლინის მხრიდან.