მახასიათებლები
- სათაური: კლოუნის თვალთახედვა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰაინრიხ ბიოლი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 175
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2670
- რეიტინგი: 3.0
სარჩევი
კლოუნის თვალთახედვა;
სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
ანემარის
რომელთა არ მიეთხრა მისთვის, იხილონ და, რომელთა არა ესმა, გულისხმა-ყონ.
1
ბონში რომ ჩამოვედი, ღამდებოდა. თავს ძალა დავატანე, რომ მემოქმედა იმ ავტომატიზმის გარეშე, ხუთი წლის გაუთავებელი მოგზაურობის შედეგად რომ გამომიმუშავდა: ბაქნიდან ჩადი კიბეზე, ადი მოპირდაპირე კიბეზე, ძირს დადე სამგზავრო ჩანთა, პალტოს ჯიბიდან ამოიღე სამგზავრო ბილეთი, მერე ისევ ჩანთას დაავლე ხელი, ჩააბარე ბილეთი კონტროლიორს, წადი გაზეთის ჯიხურისაკენ, იყიდე საღამოს გაზეთები, გადი ქუჩაში და ხელით უხმე ტაქსის. ხუთი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე საიდანღაც მივემგზავრები და სადღაც ჩავდივარ. დილაობით ზევით-ქვევით მივუყვები რკინიგზის სადგურის კიბეს, ნაშუადღევს კი ჯერ ქვევით ვეშვები, შემდეგ ზევით ავდივარ, ხელით ვუხმობ ტაქსის, პიჯაკის ჯიბეში ვეძებ მძღოლის გასასტუმრებელ ფულს, ჯიხურებში ვყიდულობ საღამოს გაზეთებს და გულის სიღრმეში ვტკბები - ეს ისე გამიჯდა ძვალ-რბილში, არაფერს დაგიდევთ.
მას შემდეგ, რაც მარიმ მიმატოვა, რათა იმ კათოლიკე ციუპფნერს გაჰყოლოდა ცოლად, ეს პროცესი კიდევ უფრო მექანიკური გახდა და კვლავაც არაფერს დაგიდევთ. მანძილს სადგურიდან სასტუმრომდე და სასტუმროდან სადგურამდე მხოლოდ ერთი რამ ზომავს - ტაქსის მრიცხველი. სადგურიდან მრიცხველი წერდა ხან ორ, ხან სამ, ხანაც ოთხ-ნახევარ მარკას. მაგრამ მას შემდეგ, რაც მარი გამშორდა, ეს ჩვეული რიტმი ზოგჯერ ირღვევა ხოლმე - სასტუმრო და სადგური ერთმანეთში მერევა, მატარებლის ბილეთს ფაციფუცით ვეძებ პორტიეს დახლთან, ბაქნის გასასვლელში გაჩერებულ კონტროლიორს კი ჩემი ოთახის ნომერს ვეკითხები. ეტყობა, რაღაცა, რასაც ალბათ ბედი ჰქვია, მაიძულებს, გავიხსენო ჩემი პროფესია და ისიც, თუ რა შავ დღეში აღმოვჩნდი. კლოუნი გახლავართ, ოფიციალურად პროფესიონალი კომიკოსი მსახიობი მქვია, არც ერთ ეკლესიას არ ვუხდი ხარკს, ვარ ოცდაშვიდი წლის და ერთ-ერთ ჩემს ნომერს “ჩამოსვლა და გამგზავრება” ეწოდება. ამ უსაშველოდ გაჭიანურებულ პანტომიმაში მაყურებელმა ბოლო წუთამდე არ იცის, ჩამოვედი თუ გავემგზავრე. ამ...
ჰაინრიხ ბიოლი
ჰაინრიხ თეოდორ ბიოლი (21.12.1917-16.07.1985) - გერმანელი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორი. 1972 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.