მახასიათებლები
- სათაური: კონსტანტინე დიდის უკანასკნელი დღე
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები: 41
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2403
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
კონსტანტინე დიდის უკანასკნელი დღე;
გადაფურცვლა
- მიებარა კაცთამკვლელი. ჯოჯოხეთში გაიტანჯება სამუდამოდ.
- ნუ იტყვი ასე. უფალი გიწყენს.
- კი, კი, ზუსტად ასე იქნება, დარწმუნებული ვარ.
- მეც ასე ვფიქრობ.
- მე კი მგონია, რომ ღვთისმოსაობა დაუფასდება.
- არ ვიცი, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი...
ასე საუბრობდა რამდენიმე ადამიანი უზარმაზარი ბრბოს შუაგულში, რომელიც გრძელი და განიერი ქუჩით კონსტანტინოპოლის წმინდა მოციქულთა ეკლესიისკენ მიემართებოდა. ყველა ჯურის ხალხს მოეყარა აქ თავი: რომაელებს, ებრაელებს, გოთებს, გალებს, ლომბარდებს, სირიელებს, ბერძნებს, სპარსელებს, ქრისტიანებსა და წარმართებს, მღვდლებსა და ქურუმებს, მდაბიოებსა და დიდგვაროვნებს. სახეზე სურვილი აღბეჭდოდა ყველას წამით მაინც მოხვედრილიყო ეკლესიაში და შემდეგ, იქედან გამოსულს, როგორც ეს მრავალს ჩვევია, მეზობლების, ნაცნობებისა და ოჯახის წევრებისთვის უპირატესობის განცდით მოეთხრო ის, რაც იქ იხილა, ის, რისი ხილვაც ცხოვრების განმავლობაში ერთხელ თუ მოუწევდა და შემდეგ მუდამ ემახსოვრებოდა, ისე, რომ მომავალ თაობებსაც ასეთივე უპირატესობის გრძნობით გადასცემდა ამ ამბავს, უპირატესობით იმისა, რომ მას ეს ნანახი ჰქონდა, მათ კი არა, და თან ისინი ამას ვერასოდეს ნახავდნენ. მართლაც, სანახაობა იყო დიდებული და მოკრძალებული. იქ, წმინდა მოციქულთა ეკლესიის მაღალ თაღებს ქვეშ, რომის იმპერატორის, მარადი ავგუსტუსის, კონსტანტინე დიდის ნეშტი იყო დასვენებული, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნიკომედიიდან გადმოებრძანებინათ.
მთელ წელიწადს იავადმყოფა დიდმა ავგუსტუსმა. ბოლო თვეებში ექიმები არ შორდებოდნენ. თანდათან სუსტდებოდა სხეული. იმპერატორმა აბანოებით სცადა გამოჯანმრთელება, მაგრამ ამან არ უშველა. საიდან არ ჩამოჰყავდათ მკურნალები: აქ იყვნენ ელინი ექიმები - გლავკოსი, გაკვეთის ოსტატი ესქინე ქიოსელი და ცნობილი მეწამლე ანტიფანე ქნიდოსელი. მათთან ერთად იყო გაიუს სესტერციუს მარციალე, მრავალი რომაელი დიდგვაროვანის პირადი მკურნალი და მრჩეველი. ექიმები სენის მიზეზს ვერ ადგენდნენ, რის გამო განკურნების მცდელობა მარჩიელობას ემსგავსებოდა. საბოლოოდ...
დიმიტრი უჩანეიშვილი
დიმიტრი უჩანეიშვილი (დ. 04.06.1969) - რომანების, პიესების, მოთხრობების, ესეების ავტორი, მთარგმნელი; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე რომანი, პიესებისა და მოთხრობათა კრებულები.