მახასიათებლები
- სათაური: კოსმოლოგიური არგუმენტი თომა აქვინელთან
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბაქარ ქავთარაძე
- გამომცემელი: bakari
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 11
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1530
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
1 რა არის კოსმოლოგიური არგუმენტი?
კოსმოლოგიური არგუმენტი და კაუზალობის პრინციპი;
არის თუ არა თომა აქვინელი კოსმოლოგიური არგუმენტის შემოქმედი?
2 თომა აქვინელის მეორე გზა;
2.1 პირველმიზეზის არგუმენტის კრიტიკა: ბერტრან რასელი;
კოსმოლოგიური დასაბუთების დაცვა: ედვარდ ფიზერი;
გამოყენებული ლიტერატურა;
გადაფურცვლა
1 რა არის კოსმოლოგიური არგუმენტი?
ფილოსოფიის ისტორიაში მრავალი არგუმენტი იქნა შემუშავებული ღმერთის არსებობის სასარგებლოდ. მათ შორი ერთ-ერთია კოსმოლოგიური არგუმენტი[1]. არგუმენტის უკეთ გასაგებად დავიწყოთ თავად ტერმინის განმარტებით. კოსმოსი ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს ჩვენ წინ გადაშლილ სამყაროს, როგორც გრძნობებისთვის მისაწვდომ რეალობას. კოსმოლოგია კი არის ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც შეისწავლის იმ საკითხებს, რომელიც სამყაროს უკავშირდება. კოსმოლოგიური დასაბუთება, სვამს კითხვას სამყაროს არსებობის ფაქტზე და მის არსებობის მიზეზზე. სამყაროს როგორც დროში არსებულრეალობას,არ შეუძლია საკუთარი თავის მიზეზი იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში მას უნდა ეარსება უფრო ადრე, ვიდრე საკუთარი თავი, რაც შეუძლებელია. მაშასადამე მისი მიზეზი უნდა იყოს სამყაროს მიღმა, რომელსაც შეგვიძლია ღმერთი უწოდოთ. როგორც ვხედავთ, დასაბუთებაში აქცენტი კეთდება კაუზალობის პრინციპზე, რომლის მიხედვითაც,ყოველივე ქმნადს, ცვალებადს, შემთხვევით საგანს, ან არსებას, მყოფობა მის მიღმა ინსტანციიდან აქვს მიღებული. მაშასადამე, უნდა არსებობდეს უქმნელი, უცვლელი და აუცილებლად არსებული რამ, რომელიც არსებობს საკუთარი თავის წყალობით. ყოველივე არსებულის საფუძველს და პირველმიზეზს, შეგვიძლია ღმერთი უწოდოთ.
არსებობს კოსმოლოგიური დასაბუთების რამოდენიმე ვარიაცია, მაგრამ ისინი ძირითადად შეგვიძლია სამ სახეზე დავიყვანოთ. ესენია: არგუმენტი მოძრაობიდან, მიზეზ-შედეგობრიობიდან და შემთხვევითობიდან. პირველ ფორმულირებაში ყურადღება ექცევა მოძრაობის ფენომენს. კოსმოსზე დაკვირვებისას ჩვენ ვამჩნევთ, რომ ზოგიერთი რამ მოძრაობაშია. ის რაც მოძრაობს, რაღაც მის მიღმა არსებულის მიერაა ამოძრავებული. თუ ისიც მოძრავია, ისიც ვიღაცა აამოძრავა და ასე შემდეგ. ეს რიგი შეუძლებელია უსასრულოდ წარიმართოს, რადგან ასეთ შემთხვევაში არ იარსებებდა პირველმამოძრავებელი და შესაბამისად იქნებოდა უძრაობა. მაგრამ, რადგან არსებობს მოძრაობა, უნდა არსებობდეს უძრავიმამოძრავებელი, რომელიც არავისითაა ამოძრავებული...