მახასიათებლები
- სათაური: კოსმოლოგიური არგუმენტის 6 განსხვავებული ფორმულირება
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბაქარ ქავთარაძე
- გამომცემელი: bakari
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 3
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1201
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
კოსმოლოგიური არგუმენტის 6 განსხვავებული ფორმულირება;
გადაფურცვლა
კოსმოლოგიური არგუმენტის 6 განსხვავებული ფორმულირება
კოსმოლოგიური არგუმენტის პირველი ფორმულირება შემდეგნაირად გამოიყურება.
ამ ვარიაციაში, აქცენტი კეთდება მოძრაობის ფენომენზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი საგანი მოძრაობაშია. ის რაც მოძრაობს, რაღაც მის მიღმა ინსტანციის წყალობითაა ამოძრავებული. მოძრაობა ესაა, პოტენციურის აქტუალიზაცია. მაგრამ, პოტენციურს არ შეუძლია საკუთარი თავი გადაიყვანოს აქტუალურ მდგომარეობაში. ეს შეუძლია რაღაც ისეთს, რაც უკვე აქტუალურია. მაგალითად: როგორც ცეცხლი, რომელიც აქტუალურად ცხელია, აქცევს შეშასაც ცხლად, ანუ ამოძრავებს და ცვლის მას. მაგრამ, საგანი ვერ იქნება აქტუალური და პოტენციური ერთდიაიგივე საკითხში. მაგალითად: ყავა ვერ იქნება აქტუალურად და პოტენციურად ცხელი. არამედ, თუ ყავა არის აქტუალურად ცხელი, ის ვერ იქნება აქტუალურად ცივი, არამედ არის პოტენციურად ცივი.ამიტომ, საგანი ვერ იქნება მამოძრავებელი და ამოძრავებული ერთდროულად. ამიტომ, ყოველივე რაც მოძრაობს, რაღაცის მიერაა ამოძრავებული. მაგრამ, მოძრავისა და ამოძრავებულის რიგი უსასრულოდ ვერ წარიმართება,რადგან მაშინ არ იარსებებდა პირველმამოძრავებელი. მაგარმ, თუ პირველმამოძრავებელი არ იარსებებდა, მაშინ გაქრებოდა მოძრაობა, რადგან მეორადი მამოძრავებელნი იმდენად მოძრაობენ, რამდენადაც მას ამოძრავებს პირველი მამოძრავებლი, მსგავსად იმისა, რომ ჯოხი მოძრაობს იმდენად, რამდენადაც მას ხელი ამოძრავებს. ამიტომ,უნდა არსებობდეს, პირველი მამოძრავებელი, რომელიც არავისითაა ამოძრავებული და მას ყველა ღმერთს უწოდებს[1] . რადგან, მოძრაობა არის პოტენციურის აქტუალიზაცია და ღმერთი კი უძრავია, ის უნდა იყოს წმინდა აქტუალობა, ყოველგვარი პოტენციის გარეშე. ამიტომ, მოძრაობაზე დაფუძნებული არგუმენტით, ჩვენ მივიდვართ არსებამდე, რომელიც არის არააქტუალიზირებადი აქტუალობა.
(პლატონი,არისტოტელე)
მეორე გზა გამომდინარებს მიზეზ-შედეგობიობიდან, რომელიც კაუზალობის პრინციპის სახხელითაა ცნობილი. ეს არგუმენტი შემდეგნაირად გამოიყურება....