მახასიათებლები
- სათაური: კრაპის უკანასკნელი ფირი
- ISBN კოდი:
- ავტორი: სემუელ ბეკეტი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 8
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2455
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
გვიანი საღამო მომავალში.
კრაპის ოთახი.
შუაზე წინ პატარა მაგიდა, რომლის ორი უჯრა მაყურებლის მხარეს იღება.
მაგიდასთან სახით წინ ანუ უჯრების მეორე მხარეს ზის დაღლილი მოხუცი: კრაპი.
ჟანგისფერი ვიწრო შარვალი მოკლე აქვს. ჟანგისფერი უსახელო ჟილეტი ოთხი ხალვათი ჯიბით. ვერცხლის მასიური საათი ძეწკვით. უსაყელო, თეთრი და ჭუჭყიანი პერანგი მკერდთან გაღეღილია. თეთრი ფერის, ჭუჭყიანი, გასაოცრად დიდი ზომის ვიწრო და წვეტიანი ჩექმები.
თეთრი სახე. წითელი ცხვირი. აწეწილი ჭაღარა თმა. გაუპარსავი.
ახლომხედველი (მაგრამ სათვალის გარეშე). დაქვეითებული სმენით.
გაბზარული ხმა. დამახასიათებელი ინტონაცია.
დადის მძიმედ.
მაგიდაზე მაგნიტოფონი მიკროფონით და დიდი ოდენობით მუყაოს ყუთები ჩაწერილი ფირების კოჭებით.
მაგიდა და უშუალოდ მისი მიმდებარე სივრცე ძლიერ თეთრ შუქში. სცენის დანარჩენ ნაწილში ბნელა.
კრაპი მცირე ხანს უძრავია, ღრმად ჩაისუნთქავს ჰაერს, საათზე დაიხედავს, ჯიბეებს მოისინჯავს, ამოიღებს კონვერტს, ისევ ჩადებს, მოსინჯავს, გასაღებების მცირე ასხმას ამოიღებს, თვალებთან მიიტანს, აირჩევს გასაღებს, ადგება და მაგიდას შემოუვლის. მოიხრება, გააღებს პირველ უჯრას, ჩააცქერდება, ხელს აფათურებს შიგ, ამოიღებს ფირს, დააცქერდება, დააბრუნებს, დაკეტავს უჯრას, გააღებს მეორე უჯრას, ჩააცქერდება, ხელს აფათურებს, ამოიღებს დიდ ბანანს, დააცქერდება, დაკეტავს უჯრას, ასხმას ჯიბეში ჩაიდებს. მობრუნდება, სცენის კიდეს მიუახლოვდება, შეჩერდება, ხელს გადაუსვამს ბანანს, ქერქს აცლის, კანს ფეხებთან დააგდებს, პირში ჩაიდებს და უძრავად დგას. წინ იყურება უშინაარსოდ. საბოლოოდ კუდს მოაკბეჩს, გვერდზე შებრუნდება და სცენის კიდეზე მოყვება წინ და უკან სიარულს, შუქში, ანუ აკეთებს არაუმეტეს 4-5 ნაბიჯისა თითოეულ მხარეს, თან ფიქრში წასული ჭამს ბანანს. ქერქს დააბიჯებს, ფეხი დაუცურდება, ცოტაც და დაეცემა, მაგრამ შეინარჩუნებს წონასწორობას, დაიხრება, დააცქერდება ქერქს და, საბოლოოდ, ისევ წელში მოხრილი, ფეხით მოისვრის სცენის იქეთ, ორმოში. განაგრძობს სიარულს, დაამთავრებს...