მახასიათებლები
- სათაური: ლამაზი მეგობარი
- ISBN კოდი:
- ავტორი: გი დე მოპასანი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 212
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2220
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
ნაწილი პირველი
თავი პირველი;
თავი მეორე;
თავი მესამე;
თავი მეოთხე;
თავი მეხუთე;
თავი მეექვსე;
თავი მეშვიდე;
თავი მერვე;
ნაწილი მეორე
თავი პირველი;
თავი მეორე;
თავი მესამე;
თავი მეოთხე;
თავი მეხუთე;
თავი მეექვსე;
თავი მეშვიდე;
თავი მერვე;
თავი მეცხრე;
თავი მეათე;
გადაფურცვლა
გი დე მოპასანი - ლამაზი მეგობარი
Guy de Maupassant - Bel Ami.
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის მიხეილ ჯავახიშვილს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე
ნაწილი პირველი
თავი პირველი
ჟორჟ დურუამ მოლარისგან ხუთი ფრანკის ხურდა მიიღო და რესტორნიდან გამოვიდა.
ბუნებით ტანადი, ნაუნტეროფიცრალი ჭაბუკი წელში გასწორდა, ულვაში მხედრულად აიგრიხა, შეგვიანებულ მოსადილეებს სწრაფად და გაკვრით გადახედა და ისეთი ლამაზი, ვაჟკაცური თვალი მოავლო, რომელიც ქორის თვალივით უცებ იპყრობს ხოლმე ყოველივეს.
რესტორანში სამი ქალი იჯდა და სამივემ თვალი გააყოლა: მუსიკის შუახნის მასწავლებელმა - ბინძურმა და დაუდევრად დავარცხნილმა, მუდამ შლაპამტვრიანმა, მუდამ მრუდეკაბიანმა, - და ორმა ბურჟუა დედაკაცმა, რომელთაც ქმრებიც თან ახლდნენ, ყველანი ამ იაფფასიან სასადილოს შეჩვეული მუშტრები იყვნენ.
როცა ჭაბუკი ტროტუარზე გამოვიდა, ერთხანს შედგა და ჩაფიქრდა, თუ რა ექნა, საით წასულიყო. 28 ივნისი იყო, ჯიბეში კი თვის ბოლომდე სწორედ სამი ფრანკი და ორმოცი სანტიმიღა დარჩენოდა. ამ ფულით ორჯერ ისადილებდა, ან ორჯერ ისაუზმებდა. არჩევანი მასზე იყო, იანგარიშა: რადგან საუზმე ერთი ფრანკი და ათი სანტიმი ღირდა, ხოლო სადილი - ერთნახევარი ფრანკი, გადაწყვიტა მხოლოდ საუზმე ეჭამა და ერთი ფრანკი და ოცი სანტიმი კიდევ დარჩებოდა. ამ ფულით საღამოთი პურით და ძეხვით დანაყრდებოდა და...