მახასიათებლები
- სათაური: ლამბალო და ყაშა
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 49
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1251
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
მიხეილ ჯავახიშვილი - ლამბალო და ყაშა
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
I
ღმერთსაც და კაცსაც დაუწყევლიათ ურმიის უცნაური ტბა. სქელი და მლაშე წყალი არც თევზს აცხოვრებს, არც ადამიანს იძირავს.
მისი ნოყიერი ნაპირები, ალაგ-ალაგ გაპარსული, ხრიოკი და უდაბური, სამხრეთის ფერთა თამაშის გამო მუდამ თვალს სჭრიან ადამიანს: ზაგროსის და სახენდის მთების შიშველი სარტყელი, შუაში ასვეტილი კუნძულები - შაჰხდაგი, გუნდაგი და უამრავი მცირე კუნძულაკები - დილით-დილამდე ათჯერ იცვლიან ჭრელ სამოსელს: მუქი და თალხი ფერები, ლილა და ლურჯი, ლაჟვარდი და ფირუზი, ჩალა და ფორთოხალი, შინდი და ბროწეული, რუხი და მიხაკი, ვარდი და სპილენძი - ყველა ფერი ასნაირად ეზავება ერთმანეთს და დღეში ათჯერ მაინც იცვლის იერს და ხაზებს.
თოთხმეტ მდინარეს ისრუტავს მეწამული ზღვის ღვიძლი ძმა - მკვდარი ურმია, მაგრამ შენავალს ვერ ინელებს. დროგამოშვებით ზღაპრული ბაყაყებით გაიბერება, მოწამლულ წყალს უკანვე გადმოანთხევს, სოფლებს წალეკავს და ბაღ-ვენახებს მყრალ ჭაობად გადააქცევს.
ზოგჯერ მისი შხამიანი დორბლი ისე შორს წამოვა, რომ ნაპირებიდან მოყოლებული მეათე სოფელსაც კი შეაფურთხებს ხოლმე.
იცნობს ხალხი ამ ჭრელს, ლამაზსა და გესლიან გომბეშოს, იცნობს და მის მეზობლობას ერიდება. ამ ტბის სეხნია ქალაქი ურმიაც შეშინდა ტბის ორგულობით და ნახევარი დღის სავალით მოსწყდა დახაშმულ მოძმეს. ამ მზაკვრულ ტბას პტოლომეი „მატხანუს ლაკუსს” - უწოდებდა. სტრაბონი -...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი - ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.