მახასიათებლები
- სათაური: ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2629
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
ცხოვრება დემეტრე მეფისა
ცხოვრება გიორგი მეფისა
ცხოვრება დიდისა მეფეთ-მეფისა თამარისი
ცხოვრება გიორგი მეფისა, თამარის ძისა
ცხოვრება დემეტრე მეფისა
სრულ ყო რა დავით სრბა მეფობრივი ქრონიკონსა სამას ორმოცდახუთსა, და მივიდა დაუსრულებელსა სუფევასა საუკუნოდ, სიცოცხლესა-ვე შინა მისსა დასუა მეფედ ძე მისი დემეტრე, და დაადგა გჳრგჳნი თჳთ მისითა ჴელითა. დაიპყრა სამეფო ტახტი და საჯდომი მკლავითა ლომებრივითა მისათხრობელად ბრძენთა ქების-მოყუარეთათჳს. იტყჳს სოლომონ-ცა მეფე: „ჟამნი არიან მშჳდობისანი სარწმუნოება მეფეთა, პირველად მოშიში იყო ღმრთისა. სჳანი და გამარჯუებული, სიმაღლესა და სიმდიდრესა შინა მდაბალი, და გლახაკთა მოწყალე, ობოლთა და ქურივთა განმკითხველი, საყდართა და ეკლესიათა. მღდელთა და მონაზონთა კეთილის-მყოფელი, შემწირველი სოფელთა და აგარაკთა დიდებულთა სამეფოსა მათისათა და კარსა ზედა მყოფთა ტკბილად მოუბარი, უხჳ და მბოძებელი. ვითარ გაავრცელა და აღაშენა სამეფო მისი: ოდეს დიდმან დავით ტფილისი აიღო, ჰერეთი და კახეთი მოირთო, ციხეთა და ქალაქთაგან კიდე კაცი არსადა იყო. ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, ქუენა-არტანი და ზენა-არტანი ამათსა მეფობასა შინა აშენდა, და ტაოს ნაპირნი.
ოდეს ჯერ არა იყო მეფე, დიდმან დავით შარვანს გაგზავნა შვილი დემეტრე და ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკჳრვნა, და აღიღო ციხე ქალაძორი, და აღივსო ალაფითა და ტყჳთა ურიცხჳთა, გააქცივნა სუქმანეთნი (ოდეს სუქმანეთნი გააქცივნა დემეტრე, ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაათი), თავი ყოვლისა სპარსეთობისა, დაჴოცნა და ამოსწყჳდნა, და აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნი.
ერთგულთა შემწყნარებელი იყო და შეცოდებულთა სამართლიანად მწურთელი. ვინათგან არა სწორ არს ცოდვა მღდელისა და მჴედრისა, არ-ცა ერისა და მღდელთ-მთავრისა „რომელმან იცოდის ნება უფლისა თჳსისა და არა ყოს, იგუემოს ფრიად“. ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ხესა ღმრთივ-დანერგულსა და ცხებულიანსა. წარვლო ცხოვრება,...