მახასიათებლები
- სათაური: ლიბერალიზმი ახალ ათასწლეულში
- ISBN კოდი:
- ავტორი: მარიო ვარგას ლოსა
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 13
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1913
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
ლიბერალიზმი ახალ ათასწლეულში;
გადაფურცვლა
პატარა ქალაქ ელ ბორგეში, ესპანურ პროვინცია მალაგაში რომ მდებარეობს, რამდენიმე ხნის წინ ქალაქის საბჭომ საკუთარ ათასკაციან მოსახლეობას პლებისციტი შესთავაზა. მოქალაქეებს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ ორ ალტერნატივას – ჰუმანიზმსა და ნეოლიბერალიზმს – შორის. 515 ხმა ჰუმანიზმს ერგო, 4 – ლიბერალიზმს. მას შემდეგ არ შემიწყვეტია იმ ოთხ ხმაზე ფიქრი. რთული დილემის პირისპირ მდგარ მამაც მუშკეტერებს არ შეეშინდათ ჰუმანიზმის წინააღმდეგ წასვლა და საშიში საფრთხობელის – ნეოლიბერალიზმის მხარეს დადგომა. ნეტავ ეს რამდენიმე ხმა ოთხ მასხარას ეკუთვნოდა თუ ოთხ ბრძენს? ნეტავ, ეს ხმები ხუმრობა იყო თუ გონიერების ერთადერთი ნიშანი ამ უცნაურ პლებისციტში?
რამდენიმე ხნის შემდეგ ჩიაპას შტატში საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ, კომენდანტე მარკოსის ხელმძღვანელობით, ვინც დასავლურმა მედიამ ყალბი პოლიტიკური თამაშების შემდეგ ახალ გმირად შერაცხა. მონაწილეთა შორის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო ჰოლივუდიდან, ძველი ჰოლისტი ( ჩემი მეგობარი რეგის დებრე), დანიელა მიტერანი, პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის მარადიული ქვრივი, რომელმაც აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად სოციალისტური კურთხევაც გასცა.
ეს თითქოს საგულისხმო ეპიზოდებია, მაგრამ არ იქნებოდა სწორი, ისინი აღგვეწერა, როგორც ადამიანური იდიოტიზმის ერთი უმნიშვნელო დადასტურება. სინამდვილეში, ეს ფართოდ გაშლილი პოლიტიკური და იდეოლოგიური მოძრაობის უკიდურესი გამოვლინებაა, რომელიც მყარადაა ფესვგადგმული მემარცხენე, მემარჯვენე და ცენტრისტული წრეების ზოგიერთ ნაწილში, ვისაც კაცობრიობის პრობლემების გადაჭრის გზის, თავისუფლების პრინციპის მიმართ ღრმა უნდობლობა აერთიანებთ. მათი შიშები ახალ საფრთხობელაში გაერთიანდა, რომელსაც ”ნეოლიბერალიზმი” დაარქვეს. სოციოლოგებისა და პოლიტოლოგების ენაზე ეს ”ერთადერთი იდეოლოგიაა”, რომელსაც ყველა უკან მოტოვებულ და ახალ პრობლემას აბრალებენ.
პარიზის, ჰარვარდისა და მეხიკოს უნივესიტეტების ჭკუისკოლოფი პროფესორები გამწარებულები ამტკიცებენ, რომ თავისუფალი ბაზარი...
მარიო ვარგას ლოსა
მარიო ვარგას ლოსა (დაიბ. 28.03.1936) - პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესსეისტი. მიჩნეულია ლათინური ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს რომანისტად და მისი თაობის წამყვან მწერლად. არის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2010 წლის ლაურეატი.