მახასიათებლები
- სათაური: ლიტერატორი და ლიტერატურა
- ISBN კოდი:
- ავტორი: რობერტ მუზილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 27
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1942
- რეიტინგი: 3.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
ლიტერატორი და ლიტერატურა;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
ლიტერატორი და ლიტერატურა
შენიშვნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
რობერტ მუზილი – ლიტერატორი და ლიტერატურა და ამასთან დაკავშირებული განაზრებანი
ლიტერატორი და ლიტერატურა
და ამასთან დაკავშირებული განაზრებანი
(სექტემბერი, 1931 წელი)
წინათქმა
ამ შენიშვნებს არც თეორიის შექმნის პრეტენზია აქვთ და არც აღმოჩენის, და სხვას არაფერს წარმოადგენენ, თუ არა ლიტერატურის და ლიტერატორობის რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მოვლენის მიმოხილვას. ამოსავალი შეიძლება გახდეს საკითხი, თუ რატომ ითვლება ჩვენში „ლიტერატორი“ არა მხოლოდ სალანძღავ, არამედ ისეთ სალანძღავ სიტყვად, რომელიც არც თუ მთლად უმწიკვლო ლიტერატორად გახდომას ესწრაფვის, რამეთუ ადამიანს, რომელიც ლიტერატურით ირჩენს თავს და რომლისთვისაც ლიტერატურა შემოსავლის წყაროა ჩვენში, როგორც წესი, ლიტერატორს კი არ უწოდებენ, არამედ შემოსავლის ბუნებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ პროფესიის, ვთქვათ, ქვესათაურთა მთხზველის ლამაზ სახელწოდებას ატარებს. ლიტერატორს კი უპირატესად იმას უწოდებენ, ვინც მხოლოდ ლიტერატურაზე დამოკიდებულებით ხელმძღვანელობს; მხოლოდ ისაა ლიტერატორი, და ის, რომ აქედან შეიძლებოდა განვითარებულიყო აბუჩად ამგდები სახელწოდება „კაფის“ და „ბოჰემის“ ცნებებისაგან არც თუ მთლად განზე მდგომი, მიუთითებს სწორედ ლიტერატურის შიგნით ან ლიტერატურასა და ადამიანურ მთელს შორის არსებულ კავშირებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, ყურადღებას იმსახურებენ....